დავით ქართველიშვილი: დღეს წალენჯიხაში, აწ უკვე საკრებულოს დონეზე, გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
717 20 იანვარი 2022, 16:08

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება წალენჯიხაში გახარიას პარტიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრის კორნელი სალიას დანიშვნას -„ ამხანაგებმა სწორედ გაიგეს ბელადის ბოლო მიმართვა ციხიდან, "საკუთარი" და "რჩეული" საკრებულოს წევრებისადმი და "მიშამაგარიას" მოლოდინი არ გაუცრუეს - წალენჯიხას ნაცების მხარდაჭერით პარტია "საქართველოს" წევრი, კორნელი სალია ჰყავს თავმჯდომარედ.“ 

„საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საქართველოს სსრ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის "აბაშის ექსპერიმენტი" ეხსომება უფროსი თაობის ჩვენს თანამემამულეებს. გადის 40 წელიწადი და იმ პარტიის იდეოლოგიური მემკვიდრეები ფართოვდებიან გეოგრაფიულად და დღეს უკვე "ჩხოროწყუს" და "წალენჯიხის" ექსპერიმენტებს უყრიან საფუძველს. ჩემი საყვარელი სამეგრელო კი მეცოდება, მაგრამ ამაზე მძიმე განსაცდელიც დაუმარცხებია და ამჟამადაც გამარჯვებული გამოვა. დღეს წალენჯიხაში, აწ უკვე საკრებულოს დონეზე, გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა. ამხანაგებმა სწორედ გაიგეს ბელადის ბოლო მიმართვა ციხიდან, "საკუთარი" და "რჩეული" საკრებულოს წევრებისადმი და "მიშამაგარიას" მოლოდინი არ გაუცრუეს - წალენჯიხას ნაცების მხარდაჭერით პარტია "საქართველოს" წევრი, კორნელი სალია ჰყავს თავმჯდომარედ. რა შექსპირისეული ტრაგედიები დატრიალდა ჯერ გახარიას "ბიძინას პროექტის" წარმოჩენის, შემდეგ კი მისი ნაცებთან რაიმე ტიპის კავშირების უარყოფის ირგვლივ. გახარიამ მასზე დაკისრებული ამოცანა - თან შეუსრულა სააკაშვილს, ამავდროულად - ვერც შეუსრულა თურმე. აი ასეთ პარადოქსს ჰქონდა ადგილი. გახარიას ოცნებისთვის მისი 2020--ის 47%-იანი "უხერხული" ნიშნულისთვის 10-12% უნდა "აეხია", რათა 2021-ის საბოლოო შედეგებში ეს ნიშნული "სარეფერენდუმო" 43%-ის ნაკლებ შედეგზე დაეფიქსირებინა. დავალებად მიღებული 10%-მდე კი "აახია", მაგრამ ის ვერ გათვალა რომ ღარიბაშვილი/კობახიძის შემდგარი ტანდემი, ამ დეფიციტს უმოკლეს ვადაში ამოფხვრიდა - ოცნების სასარგებლოდ იმ ამომრჩევლის რეანიმირებით, ვინც ბოლო წლებში ნიჰილიზმის სენით იყო შეპყრობილი. დღევანდელი ეს უიღბლო მეკავშირე/კოალიციონისტები იმ ხულიგნებს მაგონებენ, საბჭოთა ეპოქაში ტელეფონ/ავტომატით დასარეკად 2-კაპიკიანს ჯერ რომ აგდებდნენ, ხოლო მერე აპარატზე მუშტების დარტყმით ხურდა ფულს აგდებინებდნენ იატაკზე და ამით უზომოდ ბედნიერები რჩებოდნენ.“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი