თქვენი ჯალათობრივი სისტემისაგან განსხვავებით, სადაც რიგითი მოქალაქეები თავს ვიცავდით პოლიციისაგან, დღეს კანონი კანონობს და ხედავთ რომ ორივე მოძალადე დაკავებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
641 25 იანვარი 2022, 17:12

სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირებით დაკომპლექტებული ოპოზიციის მხრიდან სამართალდამცავი პირის მიერ შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გულზე მჯიღის ცემა მხოლოდ პოლიტიკური სარკაზმია რადგან თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ერთი და ორი ადამიანი არ არის ქართული პოლიცია, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქციებს ეხმიანება.

მისი განმარტებით 2012 წლის შემდეგ პოლიციამ სახე იცვალა და დღეს, რიგითი პოლიციელიც გმირია და ქართული პოლიცია კანონთან ერთად სინდისზე და ადამიანობაზე დგას!

,,სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირებით დაკომპლექტებული ოპოზიციის მხრიდან სამართალდამცავი პირის მიერ შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გულზე მჯიღის ცემა მხოლოდ პოლიტიკური სარკაზმია რადგან თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ერთი და ორი ადამიანი არ არის ქართული პოლიცია. იმასაც ხედავთ, რომ 2012 წლის შემდეგ ქართული პოლიციის სახე სულ სხვაგვარია. დღეს ქართული პოლიციის რიგითი პოლიციელიც გმირია და ქართული პოლიცია კანონთან ერთად სინდისზე და ადამიანობაზე დგას! თქვენი ჯალათობრივი სისტემისაგან განსხვავებით, სადაც ჩვენ რიგითი მოქალაქეები თავს ვიცავდით დამცველთაგან ანუ პოლიციისაგან და სადაც დანაშაულის ჩამდენ პირს აწინაურებდით და პრემიებს ურიცხავდით დღეს კანონი კანონობს და ხედავთ, რომ ორივე მოძალადე დაკავებულია. ისინი კანონის წინაშე სრულად აგებენ პასუხს და მიიღებენ მაქსიმალურ სასჯელს. მორჩით, ზედმეტ სპეკულაციებს ვითომ და მართლა გაღელვებთ რამე. სირცხვილია!” - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩერგოლეიშვილი ანდჟეი პოჩობუტის განცხადებაზე: ჩვენს ჩასარეცხად გამზადებულ პოლიტიკურ სპექტრზეა - ახლა რასაც ხედავთ, ცეკა კომსომოლა ხაზარაძის ოპოტელეკლოაკების და “მიშისტივააარ” ნანულების სახით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ვულგარული დასასრულია
დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
არქივი