პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც სისტემატიურად ცდილობენ ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
558 26 იანვარი 2022, 13:46

პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც სისტემატიურად ცდილობენ ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში

 

“საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს”- ასე აფასებს ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ბრიუსელში.

 

“საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს და თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში, საქართველო-ნატოს კომისიაში მონაწილეობის მიღებით იწყებს. ამით პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც თითიდან გამოწოვილი საბაბით სისტემატიურად ცდილობენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში. დღეს საქართველოს პირველ რიგში, არა მისი დემოკრატიის გზაზე წინსვლაში ეჭვის მქონე ძალების მხრიდან რაიმე ტრენინგების ჩატარება ესაჭიროება, რამდენადაც თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან საჭირბოროტო თემებზე პრაქტიკული ხასიათის დიალოგი. წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ შალვა პაპუაშვილს მის მნიშვნელოვან საგარეო დებიუტში და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოში ის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილებით დაბრუნდება.”- წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი