რაღაცით ხომ უნდა გადაფარულიყო "ნაცმოძრაობის" ის კატასტროფული მაჩვენებელი, სააკაშვილის ჩამოსვლამაც რომ ვერ უშველა და მხარდაჭერა ერთნიშნა (9%) მაჩვენებელზე დაუვიდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
560 27 იანვარი 2022, 18:24
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში NDI მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და წერს, რომ მათ მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ თურმე საქართველო მეზობლებისთვის აღარ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი. როგორც ანჯაფარიძე წერს მართალია, წლებს არ ასახელებენ, მაგრამ გულუბრყვილო უნდა იყო რომ ვერ მიხვდე თუ რა პერიოდთან აკეთებენ შედარებას.

 ,,რაღაცით მაინც ხომ უნდა გადაფარულიყო "ნაცმოძრაობის" ის კატასტროფული მაჩვენებელი, სააკაშვილის ჩამოსვლამაც რომ ვერ უშველა და მხარდაჭერა ერთნიშნა (9%) მაჩვენებელზე დაუვიდათ. ჰოდა, მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ თურმე საქართველო მეზობლებისთვის აღარ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი. მართალია, წლებს არ ასახელებენ, მაგრამ გულუბრყვილო უნდა იყო რომ ვერ მიხვდე თუ რა პერიოდთან აკეთებენ შედარებას. ჯერ ერთი, "უმრავლესობა" როგორც გამოკითხვა (იხ. ქვემოთ) აჩვენებს, ასე არ ფიქრობს. ხდება უბრალოდ ციფრით მანიპულაცია, ვიღაცა ყლაპავს ვიღაც არა. სამაგიეროდ, ცნობილ შემადგენლობას ხელში ეძლევა კარტი, რომ ისევ დაიწყონ "მიშას დროზე" ნოსტალგია,” - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი