ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენს ოპოზიციაში რომ კოლექტიური ტვინების კვდომის პროცესი მიმდინარეობს, სრულიად აშკარაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
680 08 თებერვალი 2022, 16:44

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს. როგორც ანჯაფარიძე წერს, „ევროპული საქართველო“ მარცხს მუდამ სხვებს აბრალებს, ასევეა დანარჩენი პარტიები, რომლებიც არა საკუთარი პარტიის შიგნით, არამედ მის გარეთ ეძებს მარცხის მიზეზებს და მათი დღის წესრიგი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებზე იგება, რასაც საზოგადოება ნათლად ხედავს.

მისი თქმით პარტიების უმეტესობა უცხოურ საელჩოებსა და ვოიაჟებში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე თავიანთ ამომრჩეველთან შეხვედრებზე.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა ერთხელ თქვა რომ ნატოს „ტვინის კვდომის“ პროცესს ვუყურებთო. ნატოზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენს ოპოზიციაში რომ კოლექტიური ტვინების კვდომის პროცესი მიმდინარეობს, სრულიად აშკარაა. ეს ბევრ რამეში ვლინდება, მათ შორის მათ საჯარო მსჯელობებში სოცქსელებში. აი მაგალითისთვის ერთ-ერთს დავესესხები. თურმე ერთადერთ ადამიანს -გიგი უგულავას დაუღუპავს „ევროპული საქართველო,“ ხონჩით მიართვაო პარტია „ნაცმოძრაობას“ და ა.შ. თუ ეს მართლაც ასეა, და უგულავა ყოფილა პარტიაში ყველაფრის განმკარგავი, და შემაკავებელი ვერ მოეძებნა, მაშინ რაზე აქვს პარტიას საერთოდ პრეტენზია? ლოგიკური ყოფილა ის შედეგი რაც მიიღეს არჩევნებზე და შეიძლება იმაზე მეტიც რასაც იმსახურებდნენ. „ევროპული საქართველო“ საკუთარ მარცხს მუდამ სხვებს აბრალებს და არასოდეს ეძებს მიზეზებს საკუთარ თავში. საარჩევნო შტაბის უფროსად რომ ისეთ ვინმეს დანიშნავ, ვისაც ამ კუთხით არავითარი გამოცდილება არ გააჩნია და არცერთი წარმატებული საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია, რატომ გგონია რომ მაღალ შედეგს დადებ? იგივე ეხება თავად „ნაცმოძრაობას,“ რომელიც დღეს მთლიანად მიშა სააკაშვილის ხუშტურებზე აგებს მის დღის წესრიგს და რატომღაც ჰგონია რომ ხალხი ამას ვერ ხედავს. იმავეს თქმა შეიძლება „ლელოზეც,“ გახარიას პარტიაზე და სხვებზეც, რომლებიც არა საკუთარი პარტიის შიგნით, არამედ მის გარეთ ეძებს მარცხის მიზეზებს. ამ პარტიების უმეტესობა უცხოურ საელჩოებსა და ვოიაჟებში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე თავიანთ ამომრჩეველთან შეხვედრებზე. დარბიან ხან ბრიუსელში ხან ვაშინგტონში და ნაცემი ბავშვივით ტირიან, ჰგონიათ შეიცოდებენ. დასავლეთმა ერთჯერადად უკვე „შეიცოდა“ ოპოზიცია, როდესაც „შარლ მიშელის“ დოკუმენტი გადმოუგდო მაშველი 43%-ით. თუმცა ოპოზიციამ ესეც ვერ გამოიყენა. შესაბამისად, არიან ახლა მიდებ-მოდების რეჟიმში, რომ გარკვეული ხნის მერე ისევ დაიწყონ ტირილი „გვცემესო“- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი