10 საოცნებო ადგილი საქართველოში - „სიენენი“ საქართველოზე სტატიას აქვეყნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 01 თებერვალი 2020, 17:11

10 საოცნებო ადგილი საქართველოში – „სიენენი“ საქართველოზე სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოა შესაძლოა, პატარაა, თუმცა ის მაინც დახუნძლულია გეოგრაფიული უპირატესობით.

„დასავლეთით, თქვენ აღმოაჩენთ სუბტროპიკულ ციტრუსის ხეივანს, რომელიც შავ ზღვისკენ მიისწრაფვის. აღმოსავლეთით კი, ვენახებს გადამწვარი სტეპი ენაცვლება ათასწლოვანი მონასტრებით.

საქართველოში მდებარეობს ასევე ევროპის 6 უმაღლესი მთიდან სამი, რომელთა ჩრდილშიც კავკასიური ველური ბუნება დათვებითარწივებით და მგლებით, საცხოვრებელს იყოფს ყველაზე იზოლირებულ და პეიზაჟურ მთის სოფლებთან, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ“, – აღნიშნულია სტატიაში.

10 საუკეთესო ადგილი საქართველოში, რომელიც მოგზაურობის სურვილს გაგიჩენთ.

მუცო,გამაგრებული ქალაქი ჩეჩნეთის საზღვართან 3 კლდეზე მდებარეობს. შუა საუკუნეებში ის საქართველოს მიუდგომელ ციხე-სიმაგრს წარმოადგენდა, თუმცა 20-ე საუკუნეში წყლის უკმარისობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო ფაქტიურად მიატოვეს. ახალი ათასწლეულისთვის აქ მხოლოდ 22 ხევსური დარჩა. 2019 წელს მუცომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე სასურველი ჯილდო, ევროპა ნოსტრა ევარდი მიიღო.

უშგულიყველაზე მაღალი დასახლება ევროპაში, ზღვის დონიდან 6900 ფუტზე. კავკასიის ველურ ბუნებასა და წელიწადში რვა თვის განმავლობაში თოვლში ჩაფლულობამ მისი იზოლაცია და ათასწლოვანი კულტურის შენარჩუნება განაპირობა, გამორჩეული დოღითსპირიტუალისტური რიტუალებითა და 4 ათასწლოვანი ენით.

სადავოა, რა უფრო განსაცვიფრებელია: იუნესკო-ს სიაში დაცული ათობით სათვალთვალო კოშკით, რომელთა ასაკიც ათას წელს აღემატება, თუ მისი შესანიშნავი მდებარეობა მთიანი შხარას მყინვარის ფონზე.

ვარძიაქალაქი გამოქვაბული 12-ე საუკუნით თარიღდება. ცხრასართულიანი კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მთისწინეთზეა აღმართული. გიორგი III -ის მიერ, საქართველოს ოქროს ხანაში აგებული გამოქვაბული ბერებმა 1578 წელს მიატოვეს.

გელათის მონასტერიიუნესკო-ს ძეგლთა დაცვის სიაში შესული მონასტერი მეფე დავით IV-ის მიერ 1106 წელს დაფუძნდა. ტაძარს მე-12 საუკუნის მოზაიკა გამოარჩევს, რომელზეც 3 მილიონი ფრაგმენტისგან შექმნილი ღვთისმშობელი და ყრმა იესო მთავარანგელოზების გარემოცვაში არიან.

გერგეთის წმინდა სამებამთა ყაზბეგის ჩრდილქვეშ მთის წვერზე მდებარე ტაძარი.

რთული დასაჯერებელია, რომ 14 საუკუნის გლეხებს მის ასაშენებლად ასეთი მასიური ქვების ამ სიმაღლეზე ამოტანა შეეძლოთ. გამორჩეული კონუსური გუმბათითა და ცალკე მდგომი სამრეკლოთი.

ანანური12-ე საუკუნის სათვალთვალო კოშკი და ორი 17-ე საუკუნის ეკლესია წარმართული მოტივებით დროს უძლებს.

გომის მთაჩაის პლანტაციებითკვერცხიანი ხაჭაპურებით, კრიმანჭულით ცნობილ გურიის რეგიონში მდებარეობს. მთებზე შეფენილი მწყემსებითქოხებითა და მთების უზარმაზარი ამფითეატრით, სადაც არ არსებობს მისამართი ან ქუჩა

სიღნაღი დაივიწყეთ მდიდრული ბორდოს ღვინის შატო. ეთნოტურიზმი საქართველოში ეს მყუდრო, მარტივი საქმეა, ორიენტირებული პრაქტიკულ მოგზაურებზე , რომლებიც მიდრეკილნი არიან ღვინისკენ. მოგზაურებს შეუძლიათ დააგემოვნონ საქართველოს შესანიშნავი ქვევრის ღვინო. აქ წითელ სახურავიანი სახლები ალაზნის ველს გადაჰყურებს

დართლო თუშეთის მთიან რეგიონში მდებარე ულამაზესი სოფელი, სადაც მისასვლელად მაღალი გამავლობის მანქანა და ქართულენოვანი გიდია საჭირო. დროში ქვის კოშკებით , ველური ყვავილების მდელოებითა და კვამლით სუნით გაჟღენთილი უძველესი სახლებით

დავით გარეჯა დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 6-ე საუკუნეში დაგაბრუნებთ, როდესაც წმინდა ასურელმა მამა დავითმა სამონასტრო კომპლექსი დააფუძნა. შუა საუკუნეებში აქ ექვსი ათასამდე ბერი ცხოვრობდა, ვიდრე შაჰ აბასი დაარბევდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
არქივი