ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ ეგეოსის ზღვაში არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყარო განმარტავს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში განთავსებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სამხედრო ოპერაციაში მყისიერი ჩართულობა, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ვითარება გამწვავდება და საფრთხე ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაემუქრება.
წყარო ავიამზიდის ზუსტ მდებარებს არ ასაჯაროვებს, თუმცა ცნობილია, რომ ის ეგეოსის ზღვის უკიდურეს ჩრდილოეთში ვერ იმოძრავებს, რადგან ტერიტორია შედარებით შეზღუდულია გადამზიდავი ოპერაციებისთვის მცირე კუნძულების რაოდენობისა და მძიმე კომერციული საზღვაო ტრაფიკის გამო.
ცნობილია, რომ თუ რუსეთის სამხედრო ხომალდები შეეცდებოდნენ თურქეთის სრუტეებში გავლას და თურქეთი დახმარებას ნატოს სთხოვდა, ავიამზიდზე განთავსებული ავიამოიერიშეები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სამხედრო საჰაერო პატრულირებისთის შავი ზღვისა და დარდანელის სრუტის თავზე.
„ჰარი ტრუმანზე“ განთავსებული ავიამოიერიშეები ამჟამად ნატოს მისიის ფარგლებში რუმინეთის თავზე დაფრინავენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |