სააკაშვილმა, 2008 წლის ომის შემდეგ, არაერთი სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს, შემოიყვანა უამრავი რუსული კომპანიები საქართველოში. კობა ნაყოფია, რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენი, რომლისგან ერთი სიტყვაც არ გაუგია არავის რუსეთის ოკუპანტობაზე, ბედავენ და ვინმესკენ ხელს იშვერენ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
724 10 მარტი 2022, 21:07
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც იხსენებს თუ როგორ გადასცა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა არა ერთი სტრატეგიული ობიექტი რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და სწორედ მისი მმართველობის დროს შემოვიდა უამრავი რუსული კომპანია საქართველოში. 
ნიკოლეიშვილის თქმით რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ტელევიზიები სიამოვნებით ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რამენაირად დააზიანონ. მათი მიზანი ქვეყნისა და ხალხის განადგურებაა. 

„არ მეგულება ვინმე საქართველოში, ნორმალური ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ამართლებდეს, მთელი ქვეყანა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მისი სუვერენიტეტის მიმართ. მაგრამ ასევე არ მეგულება ისეთი ბოროტი და ქვეყნის დამაზიანებელი ძალა, როგორიც რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პროპაგანდის მანქანები, ე.წ. ტელევიზიები. უკრაინაში დახოცილი ხალხის გვამებზე ხომ უნდათ ხელი მოითბონ, ასევე სიამოვნებით ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რამენაირად დააზიანონ, პირდაპირ დამიზნებით ქვეყნისა და ხალხის განადგურება მათი მიზანია. რადიკალური ოპოზიციის ბელადმა სააკაშვილმა, 2008 წლის ომის შემდეგ, არაერთი სტრატეგიული ობიექტი (მარტო ენგურჰესი და ჟინვალ ჰესი, გეყოფა კაცს სალაპარაკოდ) გადასცა რუსეთს, შემოიყვანა უამრავი რუსული კომპანიები (გაზპრომი, რაოესი, ინტერ რაო...) საქართველოში. სააკაშვილის წარდგინებით რადიკალურ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ, ბელად-კრიმინალის უახლოესი მეგობარი  კობა ნაყოფია, რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენი, რომლისგან ერთი სიტყვაც არ გაუგია არავის ან რუსეთის ოკუპანტობაზე, ან რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და ბედავენ და ვინმესკენ ხელს იშვერენ?!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი