"ნაცჟურნალისტებს" კიდევ ერთხელ შევახსენებ თუ რა ობიექტები გადასცა აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა რუსეთს. იმ რეჟიმმა, რომლის "ხერხემალმა" ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა - რუსულ ფულს სუნი არ უდისო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
712 10 მარტი 2022, 21:16
,,სააკაშვილის დეზინფორმატორები და იაფფასიანი მანიპულაციების გამავრცელებელნი უნდა შეეშვან მსგავსი "კვლევების" ტირაჟირებას! გაუნათლებლების გარდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ არ უჯერებს!” - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და აქვეყნებს იმ სტრატეგიული ობიექტების სიას, რომლებიც სააკაშვილმა რუსეთს მიჰყიდა. 


,,სააკაშვილის ტელევიზიებში რეკრუტირებისას, "ჟურნალისტების" გაუნათლებლობა და კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების არქონა რომ მთავარი კრიტერიუმებია, დიდი ხანია ცნობილია.
"ნაცების" სიტუაციურ თუ სტრატეგიულ პარტნიორ NGO-ებში მანიპულაცია რომ მუშაობის ჩვეული სტილია, ესეც გარკვეულია. 

იმგვარი სურათის წარმოჩენა, რომ "არ ემ ჯი გოლდი"(თავის დროზე რუსი ბიზნესმენის, "ნაცი" კობა ნაყოფიასი), "ბილაინი" (ფლობს "ბორჯომს") და "ვი თი ბი ბანკი" "ქართული ოცნების" ხელისუფლებისას შემოვიდნენ, სრული სისულელეა!   

სააკაშვილის დეზინფორმატორები და იაფფასიანი მანიპულაციების გამავრცელებელნი უნდა შეეშვან მსგავსი "კვლევების" ტირაჟირებას! გაუნათლებლების გარდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ არ უჯერებს! 

უწიგნურ "ნაცჟურნალისტებს" კიდევ ერთხელ შევახსენებ თუ რა ობიექტები გადასცა აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთს. იმ რეჟიმმა, რომლის "ხერხემალმა" ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა: რუსულ ფულს სუნი არ უდის!

სტრატეგიული ობიექტების არასრული სია ასეთია:
❌1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“; 
❌4.გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌5. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌7.შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌8.ვარციხე 1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 
❌12. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌13. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌14. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌15. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌16. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“; 
❌17. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“; 
❌18. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; 
❌19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; 
❌20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 
❌21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 
❌22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 
❌23. „მადნეული“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 
❌24. „კვარციტი“- რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 
❌25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“; 
❌26. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია; 
❌27. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 
❌28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“; 
❌29. „ლუკოილ ჯორჯია“ - რუსული კომპანია „ლუკოილი“; 
❌30. ზესტაფონის „ფერო“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 
❌31. ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“; 
❌32. "არამიანცის", თბილისის # 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“; 
❌33. თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი