თამთა მეგრელიშვილი: სტეფანჩუკს შალვა პაპუაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა - მიმართვაში ხაზი გაესვა საქართველოს მიერ უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
601 12 მარტი 2022, 15:45

საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას და ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი შალვა პაპუაშვილის მიმართვას უკრაინის რადას თავმჯდომარისადმი.

როგორც მეგრელიშვილი წერს, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერას.

„უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაზე შალვა პაპუაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მიერ უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერას.

დიახ, საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას და ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.

დესტრუქციულთა ყოველი მცდელობა ამ მძიმე წუთებში გააფუჭონ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა უშედეგოა და ამადვე დარჩება.

პასუხი და რეაგირება მოჰყვება ყველა ამგვარ მცდელობას.

დიდება უკრაინას და მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს!“, - წერს მეგრელიშვილი Facebook -ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი