დავით ქართველიშვილი: შალვა პაპუაშვილმა გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი, მე უმადურობასაც დავამატებდი და ერთ რჩევასაც მოგცემდით - განთავისუფლდით ქართული მეხუთე კოლონის მძევლობიდან!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 12 მარტი 2022, 15:47

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას ყველა ჩვენგანის სახელით საკადრისი პასუხი გასცა - აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან. ის კი, რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ - ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი „ოროსანის“ დონე იყო, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის მიმართვას უკრაინის რადას თავმჯდომარისადმი.

როგორც ქართველიშვილი წერს, მიმართვაში შალვა პაპუაშვილმა გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი.

„დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას ყველა ჩვენგანის სახელით საკადრისი პასუხი გასცა - აკადემიურ სტილში, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის მოხელეს პოზიციებიდან. ის კი, რაც გვაკადრა უკრაინის რადას თავმჯდომარემ - ქუჩის ხულიგანისა და უზრდელი „ოროსანის“ დონე იყო. რა გაეწყობა, ესეც ხალხის ნებაა - ზოგს პაპუაშვილი ჰყავს პარლამენტის სპიკერად, ზოგს კიდევ სტეფანჩუკი. არ ეპასუხა ბატონ შალვას - არ გამოდიოდა, თუმცა პაპუაშვილის პასუხში იმის შეგრძნება, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია მეგობარი ქვეყანა და მას ეს ძალიან კარგად ესმის - სავსებით იკითხება.

გულდაწყვეტილები ვართო - იმ გამოხმაურების გამო, რაც ჩვენი ერის, ბერის და ხელისუფლების სულისკვეთებას ერგო თქვენი მხრიდანო. კიევის მაცხოვრებელთა ოდენობის მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებს შორის - საქართველოზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება, პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ დონეზე, ვინმეს აქვს გაწეული უკრაინისთვის? მე ვერსად ვპოულობ ვერც 2008 წლის რადას მხარდამჭერ რეზოლუციებს, არც ასობით ტონის მოცულობის უკრაინულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ინფორმაციას, არც რაიმე ტიპის ანტირუსული სანქციების გაზიარებას - თუნდაც იმ ტიპის, საქართველო რომ შეუერთდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო...

ჩვენ კი გვესმის თქვენი ომისა და ეს იკითხება პაპუაშვილის წერილის მაქსიმალურად დიპლომატიურ ტონში, მაგრამ თქვენ რაც არ გესმით - ამაშია თქვენი უბედურება. შალვა პაპუაშვილმა - გულდაწყვეტილობას გაუსვა ხაზი, მე უმადურობასაც დავამატებდი. და ერთ რჩევასაც მოგცემდით - განთავისუფლდით ქართული მეხუთე კოლონის მძევლობიდან! თანაც სასწრაფოდ - გვიანი თუ არ არის უკვე!“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი