თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლით საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - იყო ეს ის დაპირებული ანგარიში თუ არა?! რადგან მის მოხსენებას ნაკლებად ჰქონდა ანგარიშის ფორმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
560 15 მარტი 2022, 15:57

გაურკვევლობა გამოიწვია მისმა აღიარებამ, რომ ის იმყოფებოდა უცხოეთში, კერძოდ, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოში, ბრიუსელში და არცერთი მისი ეს შეხვედრა მმართველ რგოლთან შეთანხმებული არ ყოფილა. საინტერესოა პრეზიდენტს გამორჩა თუ გამიზნულად არაფრად ჩააგდო კონსტიტუციის მოთხოვნა რომელიც მას ავალდებულებს მთავრობის თანხმობით განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით პრეზიდენტის დაგეგმილი წლიური ანგარიშის წარდგენა ვერ შედგა და ახლა მას უწევს განხორციელებულ არაფორმალურ ვიზიტებზე თავის მართლება.

„საპარლამენტო მდივანმა გვამცნო, რომ პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს წლიური ანგარიში 5 მარტს უნდა წარედგინა. ანგარიშის წარდგენა გადაიდო და დიდი მოლოდინის შემდეგ გუშინ, ყველამ ერთად მოვისმინეთ პრეზიდენტის პარლამენტში გაკეთებული განცხადებები. ამ გამოსვლით საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - იყო ეს ის დაპირებული ანგარიში თუ არა?! რადგან მის მოხსენებას ნაკლებად ჰქონდა ანგარიშის ფორმა ასევე გაურკვევლობა გამოიწვია მისმა აღიარებამ, რომ ის იმყოფებოდა უცხოეთში, კერძოდ, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოში, ბრიუსელში და არცერთი მისი ეს შეხვედრა მმართველ რგოლთან შეთანხმებული არ ყოფილა. საინტერესოა პრეზიდენტს გამორჩა თუ გამიზნულად არაფრად ჩააგდო კონსტიტუციის მოთხოვნა რომელიც მას ავალდებულებს მთავრობის თანხმობით განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები ფაქტია მოხსენება და ყველაზე ნაკლებად ანგარიში ვერ შედგა. ახლა მას უწევს განხორციელებულ არაფორმალურ ვიზიტებზე თავის მართლება“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი