ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც უკრაინაში, აქტიურ ფაზაშია შესული საბრძოლო მოქმედებები, საინფორმაციო ომი საომარ სიტუაციაში სერიოზულ როლს თამაშობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
602 19 მარტი 2022, 22:08
,,ახლა, როდესაც უკრაინაში,  აქტიურ ფაზაშია შესული საბრძოლო მოქმედებები, ასეთ სიტუაციაში საინფორმაციო ომი  სერიოზულ როლს თამაშობს. საინფორმაციო ომის წარმოება თანამედროვე ელემენტია ომის დროს. თუმცა, მსგავსი ფაქტები ისტორიას ახსოვს, რომ ოდითგანვე ხდებოდა ასეთი ელემენტების გამოყენება. ეს ტაქტიკის გარკვეული ნაწილი იყო, ჯერ კიდევ ჩინგის ხანის პერიოდიდან. ‘’ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა საომარი მოქმედებების დროს საინფორმაციო ომის გამოყენების მექანიზმებზე საუბრისას. 

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაშია, ორივე მხარის მხრიდან ხდება საინფორმაციო ომის ტექნოლოგიების გამოყენება. 

,,სამწუხაროდ, ამ საშინელებაში, რაც უკრაინის წინააღმდეგ ხდება,  საინფორმაციო ომიც საკმაოდ სერიოზულად წარმოებს ორივე მხრიდან.
თუ გახსოვთ, თვითონ ომის დაწყებას ჰქონდა გარკვეული ეჭვები, მრავალ ქვეყანაში. თითქოს, არავინ არ ელოდა, რომ ომი დაიწყებოდა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარეს მიწეული იყო რუსეთის ძალები, პუტინი ღიად ამბობდა - ,,კარგით, ჩვენ სწავლებას დავასრულებთ და არ შევალთ უკრაინაში’’. მაგრამ ყველაზე მტკიცედ ვინც ამას ამტკიცებდა, მათ შორის, უკრაინელებისგან განსხვავებით იყო შეერთებული შტატები, რომელიც თავის დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობოდა და აცხადებდა ომის დაწყების კონკრეტულ თარიღს, როდის დაიწყებოდა ომი, რაც იმაზე მეტყველებს, თავისთავად ცხადია, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მათ საკმაოდ სერიოზული ინსტიტუციები გააჩნიათ ამ თვალსაზრისით. ‘’ - განაცხადა ნიკოლეიშვილმა. 

ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმ საინფორმაციო ომზე, რომელიც დაღუპული სამხედროების რაოდენობას შეეხება. როგორც მან განაცხადა, ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ციფრები ვრცელდება გარდაცვლილი სამხედროების რაოდენობის შესახებ. 

,,ახლა ჩვენ ვხედავთ და გვესმის ინფორმაციები იმის თაობაზე, რამდენია დანაკარგი ამა თუ იმ მხრიდან. მაგალითად, ზოგი უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ 13 ათასია რუსეთის მხრიდან დაღუპული, ზოგი იძახის 10 ათასს, ზოგი 18 ათასს. ამერიკელები ამბობენ რომ 2 – 3 ათასს არ აღემატება დანაკარგი. თავისთავად ცხადია, ძნელია ზუსტად განსაზღვრო ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ, მე იმიტომ მოვიყვანე ომის დაწყების მაგალითი ამერიკელების ზუსტი ინფორმაციის თაობაზე, როგორც ჩანს ჩვენ უფრო მაინც უნდა ვუსმინოთ იმ  ქვეყნებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტი კომპეტენცია გააჩნია. აქვე, არც ის არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამერიკელები და დასავლეთი ძალიან ეხმარებიან უკრაინას ამ თვალსაზრისითაც და ცხადია, ამ იარაღის, საინფორმაციო ომს ვგულისხმობ გამოყენებით მაქსიმალურად ცდილობენ გაანადგურონ რუსეთი, რაც აბსოლუტურად, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გაუსვა და გავიმეორო, რომ ომის პირობებში დაშვებული ნორმაა’’ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი