Gorbi-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პასუხი გასცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
625 21 მარტი 2022, 10:25
ექსპერტი დავით ქართველიშვილი იმედის დაკვეთით, Gorbi – ს მიერ ჩატარებულ კვლევაზე სოციალური ქსელში წერს. 

 „ტელეიმედის დაკვეთით Gorbi-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პასუხი გასცეს. კერძოდ: 
 "საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში" - 76,5 % ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6 % არ ეთანხმება, 3,9 % კი პასუხობს - არ ვიცი; 
 "საქართველო იმიტომ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში" - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1 %, არ ეთანხმება 69,5 % და 9,4 % პასუხობს რომ არ იცის; "ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში" - ეთანხმება 67,7 %, 26,3 % არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის;  
"საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას" - ეთანხმება 75,9 %, არ ეთანხმება - 20 %, 4,1 %-მა არ იცის;
  "საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა" - ეთანხმება 22, 7 %, არ ეთანხმება 71 %, და 6,3 %-მა არ იცის;
  საქართველოს ტელესივრცეში ნდობის მაჩვენებელში ლიდერობს "იმედი" 32 %-ით, 
შემდეგ მოდიან:
 „რუსთავი 2“ -12,7 %, 
„მთავარი არხი“ - 11 %, 
„ტვ პირველი“ -7,8 %, 
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4,5 %, 
„პოსტივი“ - 3,5 %, 
„ფორმულა“ -1,9 %, 
„მაესტრო“ - 1,8 %, 
„პალიტრა“ - 1,6 % 

P.S.: ცალკე მინდა მივულოცო POS TV-ს "კეზერ ტივი"-ზე თითქმის გაორმაგებულ რეიტინგი“,  - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი პრაქტიკულად აღარ არის მოხსენებული ამერიკის სამომავლო პოლიტიკის დოქტრინაში, რაც ნიშნავს, რომ ტრამპსაც არ აქვს მოლოდინი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით
ეს აღარ არის მხოლოდ პროტესტის უფლება, რადიკალების მიზანია სხვებს დისკომფორტი შეუქმნან და ამაზე სახელმწიფოს არ ჰქონდეს რეაგირება
როგორც არ უნდა მოგვწონდეს ტრამპის დამოკიდებულება, ის ცალსახად მოუწოდებს ევროპას და მიუთითებს, რომ იმყოფება ცივილიზაციურ კრიზისში
იმედი მაქვს, ბრიუსელის ბიუროკრატია საბოლოოდ არ გადაჩეხავს ევროკავშირს იმ უფსკრულში, რასაც უქადის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ
ინფლაცია არ არის მხოლოდ მაკრო ფაქტორი. იგი ეხება ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც, რადგან გაზრდილი ფასები ერთნაირად მოქმედებს ბიზნეს ხარჯებზეც და ადამიანთა ჯიბეზეც
არქივი