გია გაბრიჭიძე: როგორ შეიძლება სერიოზულად განიხილო იმ ხალხის მიერ გახმიანებული აზრი, ვინც მთელი ცხოვრება საქართველოს მტრობაში ათენებდა და აღამებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
728 22 მარტი 2022, 16:45

დღეს საქართველო უკვე აღარ არის შიდა მტრების, მეხუთე კოლონას წევრების თავში წამოსარტყმელი. დღეს საქართველო აღარ დადის მათ პოხონდრიებზე და მიჰყვება იმ კურსს, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის მშვიდობიანი განვითარებისკენ არის მიმართული,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას.

„მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
სრულად ვეთანხმები არ მხოლოდ მე, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.
მართლაც როგორ შეიძლება სერიოზულად განიხილო იმ ხალხის მიერ გახმიანებული აზრი, ვინც მთელი ცხოვრება საქართველოს მტრობაში ათენებდა და აღამებდა.
მათი ნათქვამი ნებისმიერ სიტყვას, ნებისმიერ ქმედებას ერთადერთი დატვირთვა აქვს - დააზიანონ საქართველოს ნორმალური, დასავლური და განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი.
ისინი მზად არიან უღალატონ, შეცვალონ, ყველა სიტყვა რაც ოდესმე უთქვამთ. ისე შეცვალონ კურსი, როგორც თავიანთ ინტერესს შეესაბამება.
დემაგოგიით და ტყუილით გაღმა მოგედავონ.
ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ დღეს საქართველო უკვე აღარ არის შიდა მტრების, მეხუთე კოლონას წევრების თავში წამოსარტყმელი. დღეს საქართველო აღარ დადის მათ პოხონდრიებზე და მიჰყვება იმ კურსს, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის მშვიდობიანი განვითარებისკენ არის მიმართული“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი