ლევან ნიკოლეიშვილი დანილოვის განცხადებაზე : ადეკვატურები უნდა ვიყოთ, ჩვენი სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ ყველაზე მაღლა და დავფიქრდეთ, კარგად დავფიქრდეთ ვინ რას მოგვიწოდებს და რას გვეუბნება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
664 27 მარტი 2022, 12:17
უშიშროების საბჭოს მდივნობა, როგორც ჩანს დიდ კაბინეტში ჯდომა და სახელმწიფოს დაცვით და ავტომობილით გადაადგილება ჰგონია, უმჯობესი იქნებოდა უფრო რაციონალური მოხსენებები გაეკეთებინა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, მინიმუმ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს და ქალაქების ნგრევას შეაჩერებდა! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვის განცხადებას. 

 „უკრაინა-რუსეთის ომი კვლავ გრძელდება, და როდის დასრულდება არავინ იცის. ცხადია მთელი რიგი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს აქვთ გარკვეული სერიოზული ინფორმაციებიც და მოსაზრებებიც ამის შესახებ, მაგრამ ყველაფერი კი მაინც სწორედ რომ რიგი ქვეყნების და მოთამაშეების/აქტორების ნებაზეა დამოკიდებული...ჩვენ კი რა თქმა უნდა უპირველესად ჩვენი ქვეყნის ბედი და უსაფრთხოება გვაინტერესებს, მით უმეტეს როცა ვხედავთ, რომ მტერი, ნამდვილად არ გვაკლია შინაური თუ გარეული..ამ დროს კი მთავარია როგორ გონიერებას და სიფრთხილეს, სიბრძნეს და გამჭრიახობას გამოვიჩენთ, როგორ შევძლებთ არც ყურადღება მოვადუნოთ და საჭირო დროს ადეკვატური მოქმედებებისთვის ვიყოთ მზად. 

ჩვენი სახელოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი, ქვეყნისთვის თავგადადებული და თავდადებული დიდი ქართველი გვყოლია: წამით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა მაშინდელი საქართველო დავით აღმაშენებელს, რომ სამხედრო, საეკლესიო, განათლებისა და სამართლებრივი რეფორმა არ განეხორციელებინა?! წარმოვიდგინოთ ჯარის გაძლიერებისა და შესაბამის დროის შერჩევის გარეშე შეეწყვიტა ხარკი თურქ-სელჩუკებისთვის?! ალბათ არც დიდგორის "ძლევაი საკვირველი" გვექნებოდა და სატახტო ქალაქსაც ვერ დავიბრუნებდით! ან გიორგი V-ს, თავისი გონიერებით, გამჭრიახობით და დიდი მოთმინების უნარით არ ესარგებლა და ფაქტობრივად ხმლის მოუქნევლად არ გაეძლიერებინა და გააერთიანებია საქართველო, მაშინ მას ალბათ გიორგი ბრწყინვალეს არავინ უწოდებდა! ან დიდ თამარ მეფეს, იმ დროს როცა მისი ჯარი ხან ქვეყნის, ხან კი სახელმწიფოს სიძლიერის, სიმტკიცის და სახელის დასაცავად საომრად მიდიოდა ფეხშიშველას და ლოცვად დავარდნილს ღვთისმშობლისათვის არ შეევედრებინა საქართველო! სწორედ ამიტომაც ადეკვატურები უნდა ვიყოთ, ჩვენი სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ ყველაზე მაღლა და დავფიქრდეთ, კარგად დავფიქრდეთ ვინ რას მოგვიწოდებს და რას გვეუბნება! 

 P.S. 1. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს ამხანაგ ალექსეი დანილოვს, კი ერთ რამეს ვეტყვი, ნამდვილად არ ხარ სტალინი, ჩვენ კი აშშ ან დიდი ბრიტანეთი მეორე ფრონტის გახსნას რომ მოგვიწოდებ! 2. უშიშროების საბჭოს მდივნობა, როგორც ჩანს დიდ კაბინეტში ჯდომა და სახელმწიფოს დაცვით და ავტომობილით გადაადგილება ჰგონია, უმჯობესი იქნებოდა უფრო რაციონალური მოხსენებები გაეკეთებინა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, მინიმუმ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს და ქალაქების ნგრევას შეაჩერებდა! 3. აი, შენ გვაკლდი ჭკუის დამრიგებლად, უკრაინას მიხედეთ ბატონებო, უკრაინას! მშვიდობა უკრაინას!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი