პაატა ბურჭულაძე ნაცმოძრაობის რიგით რუპორად მას შემდეგ ჩამოლაბორანტდა, რაც პატრონ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა ის და სხვებიც დღეს, ორკესტრირებულად მღერიან ერთ სიმღერას, რომ თითქოს საქართველოში არაფერი იცვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
505 29 მარტი 2022, 11:58

დაკარგა აზრი მათთან პოლემიკამ, უბრალოდ ამნეზია შეყრილ საზოგადოების ნაწილს იმას შევახსენებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ 2012 წლის შემდეგ და რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში,- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას - რომ ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფლები უნდა გაუცვალონ.

როგორც ანჯაფარიძე წერს, პაატა ბურჭულაძე ნაცმოძრაობის რიგით რუპორად მას შემდეგ ჩამოლაბორანტდა, რაც პატრონ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა.

„ნაცმოძრაობის რიგით რუპორად ჩამოლაბორანტდა პაატა ბურჭულაძე. მას შემდეგ, რაც პატრონს მიშა სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა. ის და სხვებიც დღეს ორკესტრირებულად მღერიან ერთ სიმღერას, რომ თითქოს საქართველოში არაფერი იცვლება, დემოკრატია და თავისუფლება იზღუდება და ა.შ. დაკარგა აზრი მათთან პოლემიკამ, უბრალოდ ამნეზია შეყრილ საზოგადოების ნაწილს იმას შევახსენებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ 2012 წლის შემდეგ და რომ სააკაშვილი დამსახურებულად ზის ციხეში.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის კანონი, როგორც ჰუმანური აქტი, შეეხო 17 053 ადამიანს და უკანონოდ დაპატიმრებული ათასობით ადამიანი დაუბრუნდა ოჯახს.
„ამნისტიის შესახებ“ 2013 წლის 28 ივლისის კანონით,

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა ყველა ის პირი, რომელიც კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებდა უკანონოდ მოპოვებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანით გაუქმდა უპირობოდ სასჯელების შეკრებითობის პრინციპი, რაც უზომოდ მაღალი სასჯელების გამოტანას იწვევდა და ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერად იქცა.

2015 წლის იანვრიდან ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად და ან დამნაშავედ მიჩნევა საერთოდ დაუშვებლად გამოცხადდა. ამით დასრულდა ანონიმურ წყაროზე მითითებით ირიბი ჩვენების სასამართლო მტკიცებულებად „გაპრავების“ ეპოქა, რაც „ნაცმოძრაობამ“ დანერგა

2013 წლიდან ადვოკატებს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება დაუბრუნდათ. 2009 წლიდან ადვოკატებს ეს უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციის მეშვეობით გაკონტროლებულიყო რომელი მსჯავრდებული პირი აპირებდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, 9 წლის განმავლობაში სასამართლოების გამოკეტილი კარი გაიღო და სხდომები საზოგადოებისათვის ღია გახდა.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახალხო დამცველის უფლებები, რომლებსაც ბოროტად იყენებს ამჟამინდელი ე.წ. „სახალხო დამცველი“
შემიძლია ჩამონათვალი გავაგრძელო და საკმაოდ გრძელი სია გამომივა, თუმცა ვფიქრობ ესეც საკმარისია.’’ წერს facebook - ზე ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები?
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
არქივი