ბადრი ჯაფარიძე თვენახევრის წინ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ირმა ინაშვილს ხვდებოდა და მომავალი რუსული ვიზიტის წინ საჭირო ინსტრუქციით ამარაგებდა. დღეს, ცდილობს ამ ვიზიტს და მის შედეგებს, "ქართული ოცნების" სარჩული მიაკეროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
678 07 აპრილი 2022, 19:35
,,ორკესტრირებულად აყაყანდნენ ხელისუფლებაზე, როგორც "რუსულ ფილიალზე" ის ძალები, რომლებიც კრემლის მიმართულებით და მისი დავალებით დაუფარავად მოქმედებენ. თავად ქმნიან "ნეიტრალიტეტის" თემას, თავად ავრცელებენ მას საზოგადოებაში, თავად უტარებენ ინსტრუქტაჟს ამ თემის "ლოკომოტივს" - "პატრიოტთა ალიანს". თავად იმკიან ამ უკანასკნელის კრემლამდე ამ თემის მიწოდების შედეგებს და ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნით, მოქმედ ხელისუფლებას გადააბრალონ "პროდასავლურობის რელსებიდან" ჩამოსვლა,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,პატრიოტთა ალიანსის’’ ვიზიტს მოსკოვში.

 როგორც ქართველიშვილი წერს, იმ ფონზე, როდესაც მოქმედი ხელისუფლების მყარი პროდასავლური პოზიციები მისი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ვერც ერთი ფეიკით და ცილისწამებით ვერ შეარყიეს. რით ასიამოვნონ მოსკოვს - ამის ფანტაზიის უნარიც ეწურებათ. 

 ,,ბოლო დღეებში, ნაცსექტანტებს "ჩემი შენ გითხარის" ძველი ნარატივით, ახალი გასართობი გაუჩნდათ - მოქმედ ხელისუფლებას უკვე არა მხოლოდ "პრორუსულ", არამედ პირდაპირ "რუსულ" ფილიალად მოიხსენიებენ. ამჯერად უკვე მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" დელეგაციის ვიზიტის ფონზე. სექტა - რომლის "პოლიტბიუროს" თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფიაა, სექტა - რომლის რიგებში "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი - ნატა ჩხეიძეა, სექტა - რომლის წევრი ბადრი ჯაფარიძე თვენახევრის წინ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ირმა ინაშვილს ხვდებოდა და მომავალი რუსული ვიზიტის წინ საჭირო ინსტრუქციით ამარაგებდა...დღეს, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხადა - ცდილობს ამ ვიზიტს და მის შედეგებს, თავისი გაუკუღმართებული ლოგიკით, "ქართული ოცნების" სარჩული მიაკეროს. ორკესტრირებულად აყაყანდნენ ხელისუფლებაზე, როგორც "რუსულ ფილიალზე" ის ძალები, რომლებიც კრემლის მიმართულებით და მისი დავალებით დაუფარავად მოქმედებენ: თავად ქმნიან "ნეიტრალიტეტის" თემას, თავად ავრცელებენ მას საზოგადოებაში, თავად უტარებენ ინსტრუქტაჟს ამ თემის "ლოკომოტივს" - "პატრიოტთა ალიანს", თავად იმკიან ამ უკანასკნელის კრემლამდე ამ თემის მიწოდების შედეგებს, და ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნით, მოქმედ ხელისუფლებას გადააბრალონ "პროდასავლურობის რელსებიდან" ჩამოსვლა. ძალიან წვალობენ და ერთუჯრედიანთა აზროვნებით, ძალზე სასაცილო და პრიმიტიულ "მრავალსვლიან" კომბინაციებს "ჩალიჩობენ". აგრძელებენ მათთვის უცხო ჭადრაკის დაფაზე "ჩაპაევის" თამაშს. ამჯერად იმ ფონზე, როდესაც მოქმედი ხელისუფლების მყარი პროდასავლური პოზიციები მისი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ვერც ერთი ფეიკით და ცილისწამებით ვერ შეარყიეს. რით ასიამოვნონ მოსკოვს - ამის ფანტაზიის უნარიც ეწურებათ,’’ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი