გია გაბრიჭიძე: ზუსტი სვლები ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებში არსებული არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
697 13 აპრილი 2022, 15:31

სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან გუშინდელი ინტერვიუ ბევრმა უღიმღამოდ აღიქვა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მრავლისმთქმელი და მნიშვნელოვანი იყო. პირველი და უმთავრესი იყო ის, რომ სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა. ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად გამართლებული და პოზიტიურია საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლა, რაც ფაქტობრივად დაანონსდა. აქ შეიძლება მოვიყვანო გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანელი მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის მხარემ პირდაპირ აჩვენა მათი ჩასვლის მიუღებლობა. მართლაც ზუსტი სვლები ჩაატარა ქართულმა ოცნებამ რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებში არსებული არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?
ზაალ ანჯაფარიძე: ლიაკა ხოშტარიამ ეტყობა ჩათვალა, რომ ციხიდან გმირად ვერ გამოვიდოდა და ახლა უნდა წამებულად გამოვიდეს, აიღო მაგალითი მიშასგან, და დაიწყეს მისიანებმა, ისე როგორც მიშას შემთხვევაში, რომ კვდება, ჯანმრთელობა დაუზიანდა და ა.შ. ამ დღეებში ამ კინოსერიალს ვუყურებთ "Free Helen"
ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით
ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ „ღია კარში“ მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად. ჯილდოდ, თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ „კასტრირებულ“ პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ
არქივი