"ტომი და ჯერი" 80 წლისაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2371 09 თებერვალი 2020, 14:19
ლეგენდარული მულტფილმი „ტომი და ჯერი“ იუბილარია - 80 წელი შეუსრულდა. კატა-თაგვობანას მხიარული ისტორიის პირველი სერია 1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა.


მულტფილმი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ის ანიმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბილ ჰანამ და ჯო ბარბერამ შექმნეს და თავდაპირველად მას Puss Gets the Boot დაარქვეს, კატას - ჯასპერი, თაგვს კი ჯინქსი ერქვა.


როდესაც ​1955 წელს მულტფილმის პროდიუსერმა ფრედ ქუიმბიმ სტუდია MGM-ი დატოვა, ანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჰანას და ბარბერას დაავალეს. ფინანსური პრობლემების გამო 1957 წელს MGM-მა ანიმაციის დეპარტამენტი გააუქმა, ჰანამ და ბარბერამ კი თავიანთი კომპანია Hanna-Barbera დააფუძნეს.


1961 წელს MGM-მა მულტფილმის 13 ეპიზოდი ჩეხოსლოვაკურ სტუდია Rembrandt Films-ს შეუკვეთა და თითოეულ ეპიზოდში 10 ათასი დოლარი გადაიხადა. 1963-1967 წლებში მულტფილმის 34 ეპიზოდი კომპანია Sib Tower 12 Productions გამოუშვა. 1975 წლიდან „ტომისა და ჯერის“ საავტორო უფლებები უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ დაიბრუნეს, 1986 წელს კი კომპანია Hanna-Barbera კინოკომპანია Warner Bros.-ის შემადგენლობაში შევიდა.


საერთო ჯამში, 80-წლიანი არსებობის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მიიღო. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი