გარკვეული ხანი კიდევ შეეცდებიან გვარამიასგან წამებული "გმირის" გამოძერწვას, ააწრიალებენ მეგობარ-მოკავშირეებს დასავლეთში, გამოიყვანენ ვიღაცეებს ქუჩაში, და თუ ნახეს რომ არაფერი გამოსდით, დაბრუნდებიან საკუთარ წრეზე და გააგრძელებენ ჩვეულ სტილში ბზრიალს ტელეეთერებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
677 17 მაისი 2022, 16:34
როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც უკვე აღვნიშნე გუშინაც, ინტენსიურად მიდის ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიზება და პარალელურად ისე წარმოჩენა, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმის, რომელსაც ნუ იტყვით და მხოლოდ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი პიჯაკებისთვის ასამართლებდნენ და ეს იყო მისი დანაშაული მხოლოდ - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც უკვე აღვნიშნე გუშინაც, ინტენსიურად მიდის ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიზება და პარალელურად ისე წარმოჩენა, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმის, რომელსაც ნუ იტყვით და მხოლოდ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი პიჯაკებისთვის ასამართლებდნენ და ეს იყო მისი დანაშაული მხოლოდ. ეხლაც, უნდათ საზოგადოებას მიყიდონ ნარატივი, რომ გვარამია თურმე მხოლოდ სამსახურებრივი მანქანის არამიზნობრივად გამოყენებისთვის დაიჭირეს. არადა, კრინტს არ ძრავენ გვარამიას მიერ რ-2 სთვის მიყენებულ 7 მილიონამდე ზიანის მიყენების ფაქტზე. ისე, კარგად ძებნისას სხვა ბევრი კრიმინალიც ამოძვრება. რატომღაც გვარამიას მხარე არაფერს ამბობს განაჩენის გასაჩივრებაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. თუ ვთქვათ და პირველი ინსტანციის სასამართლო შეცდა, ამის გამოსწორება შეიძლება სააპელაციოსა და უზენაესში. ამ ინსტაციების გავლის გარეშე საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მაინც ვერ მივა და ეს იცის ლამის ყველა მოქალაქემ. თუმცა, გასაგებია რატომ არ უნდათ სამართლებრივი გზით იარონ. ამზადებენ აქციებს! ისინი გარკვეული ხანი კიდევ შეეცდებიან გვარამიასგან წამებული "გმირის" გამოძერწვას, ააწრიალებენ მეგობარ-მოკავშირეებს დასავლეთში, გამოიყვანენ ვიღაცეებს ქუჩაში, და თუ ნახეს რომ არაფერი გამოსდით, დაბრუნდებიან საკუთარ წრეზე და გააგრძელებენ ჩვეულ სტილში ბზრიალს ტელეეთერებში.“ -წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი