ზაალ ანჯაფარიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: დარჩათ ერთადერთი შანსი, გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალონ და შემდეგ, ამის ნიადაგზე ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ააგორონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
728 21 მაისი 2022, 11:55

თუ საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიციას აღარაფრის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის არც ვადამდელი არჩევნების და მით უმეტეს, არც რევოლუციის. ისედაც განადგურებული პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო დაეცემა და არც მომდევნო არჩევნებზე ექნებათ წარმატების რაიმე შესაძლებლობა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

როგორც ანჯაფარიძე წერს, ყველა მათი ბოლოდროინდელი ქმედება, ამას ემსახურება. ამ საქმეში კი ოპოზიციას აქტიურად ეხმარება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება. თუ საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიციას აღარაფრის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის არც ვადამდელი არჩევნების და მითუმეტეს არც რევოლუციის. ისედაც განადგურებული პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო დაეცემა და არც მომდევნო არჩევნებზე ექნებათ წარმატების რაიმე შესაძლებლობა.

შესაბამისად, მათ დარჩათ ერთადერთი შანსი, გააკეთონ ყველაფერი რაც კი შეუძლიათ, რომ ჩაშალონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შემდეგ ამის ნიადაგზე ქვეყანაში ააგორონ საპროტესტო ტალღა და რევოლუციით დაამხონ ხელისუფლება.

ყველა მათი ბოლოდროინდელი ქმედება, აღარ ჩამოვთვლი, ამას ემსახურება. ამ საქმეში კი ოპოზიციას აქტიურად ეხმარება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი