რატი იონათმიშვილი: მოხარული ვარ, რომ ქარტიამ ინგა გრიგოლიას მხრიდან დარღვევა დაადგინა - პრეცედენტები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მედია შშმ პირთა მიმართ უარყოფითი და უპატივცემულო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ უწყობდეს ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
743 07 ივნისი 2022, 17:03


„მოხარული ვარ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას მხრიდან დაადგინა 7-ე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევა. კერძოდ, გადაცემა „რეაქციაში“ 28 აპრილს რესპოდენტი - ექიმი ლევან ფერაძე, გარდა იმისა, რომ იყენებდა დისკრიმინაციულ ტერმინებს: „ღრმა ინვალიდობა“ და „უნარშეზღუდულის სავარძელი“, შეზღუდულ შესაძლებლობას აიგივებდა დიაგნოზთან, ეტლს კი წარმოაჩენდა ნეგატიურ, საშინელ ატრიბუტად, რომლის მოხმარება და დანახვაც ადამიანისთვის დამთრგუნველია. ამ ეპიზოდში დისრკიმინაციული იყო, როგორც ლექსიკა, ასევე, კონტექსტი, რაც შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული გარემოს გამძაფრებისა და სტიგმატიზაციის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი Facebook-ის გვერდზე.

როგორც ის აღნიშნავს, პრეცედენტების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მედია შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპების გავრცელებას არ უწყობდეს ხელს.

„სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანი, ინგა გრიგოლია არ გაემიჯნა ლევან ფერაძის პოზიციას, რითაც გაემიჯნა შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას. აღსანიშნავია, რომ ეთიკის ქარტიას უკვე აქვს ნამსჯელი მსგავს საქმეებზე. კერძოდ, თინათინ რევაზაშვილი გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ საქმეზე საბჭომ აღნიშნა: „სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, შესაძლოა, მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას“. „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს“. „პირდაპირ ეთერში მუშაობისას ჟურნალისტმა უნდა მოუწოდოს რესპონდენტს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული ენის შემცველი ტერმინების გამოყენებისგან, აღნიშნოს, რომ რედაქციისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია რომელიმე ჯგუფის მიმართ და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს“. ვფიქრობ, მსგავსი პრეცედენტების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მედია არ უწყობდეს ხელს შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპებით, ცრუ წარმოდგენებით სავსე უარყოფითი და უპატივცემულო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“, - წერს რატი იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი