სანქციების თემას გაშმაგებით წევენ, რასთან გვაქვს საქმე? პოლიტიკურ პარანოიასთან - რომ ივანიშვილის ფინანსური დასჯით, ფსევდოლიბერალური "იმპერია“ მოქმედ ხელისუფლებას გააქრობს ქვეყნის ზედაპირიდან და მათ ნაცმოძრაობით ჩაანაცვლებს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
700 10 ივნისი 2022, 23:32
„2011 წელს მსგავსი ადამიანის მოვლინება, რომელმაც თავი, სიცოცხლე, საქმიანობა გადადო საქართველოს ავი სულებით შეპყრობილი ლეგიონის ხელიდან გადასარჩენად - რა თქმა უნდა იქნება ამ საგარეო და საშინაო მტრებისა და მოღალატეების მუდმივი სამიზნე“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

 „ბიძინა ივანიშვილის სანქციების ქვეშ აყვანის აკვიატებული თემის გააქტიურებას ამ დღეებში ორი წლისთავი შეუსრულდა - 2020 წლის ივნისში გაჩნდა ნაცების შედგენილი და 13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი პასკვილი, გაჟღენთილი ივანიშვილის შესახებ ცილისწამებით, რომლის ავტორობაც მალევე უარყო კონგრესმენმა დონ ბეიკონმა და ეს ჩანაწერები დაქირავებულ "ტექნიკურ ექსპერტებს" გადააბრალა. 

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა - სანქციების თემას გაშმაგებით წევენ ხან უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ხან ევროპარლამენტის 308 დეპუტატი. გარდა ამისა, დე-ფაქტო მდგომარეობით, შვეიცარიული საბანკო სისტემის მიერ, ივანიშვილი უკვე თვეებია, რაც აყვანილია გამოუცხადებელი სანქციების ქვეშ. რასთან გვაქვს საქმე? მხოლოდ პოლიტიკურ პარანოიასთან - რომ პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნებული ივანიშვილის ფინანსური დასჯით, ფსევდოლიბერალური "იმპერია" ქართულ საზოგადოებას, მოქმედ ხელისუფლებას, მმართველ პარტიას გააქრობს ქვეყნის ზედაპირიდან და მათ თავისი ადგილობრივი სექტანტებით, გენმოდიფიცირებული "ქართველებით" და ნაცმოძრაობით ჩაანაცვლებს? ხომ არ არის ამ აკვიატების უკან უფრო შორს მიმავალი გეგმები - ზოგადად ქართველობას მიაყენონ მომაკვდინებელი დარტყმა, თავის შოთა რუსთაველისეული პრინციპებითა და სახარებისეული სიბრძნით ზუსტად იმ ნაწილში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გაცემასა და არა მოხვეჭაზე, ქველმოქმედებასა და არა მოპარვაზე აგებული ცხოვრებისეული კრედო - ბიუჯეტის ამ ქურდებისთვის, მოსახლეობის გაღატაკებისა და გაკოტრებაზე ფინანსური პირამიდების შემქმნელებისთვის, ამოუცნობ, საშიშ და გასანადგურებელ ფენომენად იქცა? 2011 წელს მსგავსი ადამიანის მოვლინება, რომელმაც თავი, სიცოცხლე, საქმიანობა გადადო საქართველოს ავი სულებით შეპყრობილი ლეგიონის ხელიდან გადასარჩენად - რა თქმა უნდა იქნება ამ საგარეო და საშინაო მტრებისა და მოღალატეების მუდმივი სამიზნე. 

როგორი ასახსნელია მათთვის ამ ქვეყნის საგანმანათლებლო, კულტურული, სამეწარმეო, სარწმუნოებრივი, სოფლის-სამეურნეო აღორძინებაზე, პიროვნულ მრავალრიცხოვან ქველმოქმედებაზე დახარჯული პირადი ქონება? ეს ყველაფერი ხომ მათი ბოროტების არქიტექტურას თავდაყირა აყენებს და ამიტომ, მათი ღრმა რწმენით - ეს ფილოსოფია და სამშობლოსადმი ეს სიყვარული უნდა განადგურდეს! კაცობრიობის განვითარების ისტორიამ შემოგვინახა არა ერთი მაგალითი იმისა, როგორ ცდილობენ სატანის განკაცებული მოციქულები ღვთის ნებასა და ღვთის კაცებს დაუპირისპირდნენ - ამ ფოცხზე მუდმივი დაბიჯებით არც ისინი იღლებიან და მით უმეტეს, არც უფალი - საკუთარ რჩეულ ჯარისკაცებზე თავისი უზენაესი მზრუნველობის კუთხით. ამ ბრძოლაში - ბოროტება განწირულია!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები?
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
არქივი