ლევან ნიკოლეიშვილი: სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშინებას ცდილობენ და თან ვინ? მიშა სააკაშვილის პარტუკანები, თავს რომ ოპოზიციასა და პოლიტიკოსებს უწოდებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
708 10 ივნისი 2022, 23:47

სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშინებას ცდილობენ და თან ვინ? მიშა სააკაშვილის პარტუკანები, თავს, რომ ოპოზიციასა და პოლიტიკოსებს უწოდებენ. იმ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც სააკაშვილის მაშინ არ ეშინოდა, პრეზიდენტი რომ იყო და სრულ ძალაუფლებას ფლობდა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მაშინ დაიწყო უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლა და პირწმინდად მოიგო საქართველოს იმ მოსახლეობის მხარდაჭერით, რომელსაც მის მიერ ქვეყნის გადარჩენაც ახსოვს და უზარმაზარი და უპრეცედენტო ქველმოქმედებაც.

„სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშინებას ცდილობენ და თან ვინ? მიშა სააკაშვილის პარტუკანები, თავს, რომ ოპოზიციასა და პოლიტიკოსებს უწოდებენ. იმ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც სააკაშვილის მაშინ არ ეშინოდა, პრეზიდენტი რომ იყო და სრულ ძალაუფლებას ფლობდა! უფრო მეტიც, სწორედ მაშინ დაიწყო უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლა და როგორც გახსოვთ, პირწმინდად მოიგო. მოიგო საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, იმ მოსახლეობის, რომელსაც მის მიერ ქვეყნის გადარჩენაც ახსოვს და უზარმაზარი და უპრეცედენტო ქველმოქმედებაც.

რაც შეეხებათ უმადურებს, დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტით, თუ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უსუფაშვილით, თუ მისი მეუღლე თავდაცვის ყოფილი მინისტრ თინა ხიდაშელით და დამთავრებული უმადური ა.წ. ყოფილი პარლამენტარებით, უბრალოდ, ღმერთის არ ეშინიათ თორემ, ასეთი დიდ ცოდვის უმადურობის მორევში არ ჩავარდებოდნენ. ისე, უბრალოდ გაიხსენონ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ, რომ არა ბიძინა, თუმცა ახლა ისე შეირცხვინეს ხალხში თავი მეტი სასჯელი რაღა გინდათ.

რაც შეეხება დანარჩენებს, მიშა სააკაშვილის ამფსონებს ბელად-პრეზიდენტი გარეთ გყავდათ და მაშინ ვერ მოერიეთ ბიძინას და ახლა ციხესა და საავადმყოფოს შორის ფაღარათით მოტირალი ბელადის გარეშე რას იზამთ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მართლაც, ჩალის ფასია მათ სიტყვაცა და რეზოლუციაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი იმაზე დაბალ ფასსაც არ მოგცემთ!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebok-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი