დავით ქართველიშვილი "გორბის" კვლევაზე - გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
834 13 ივნისი 2022, 21:54
ამ გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო მისწრაფება და სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც "გორბის" კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

  "გორბის" მიერ ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი შედეგების ფონზე, ქვეყანაში მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის მომხრეებს შეიძლება სურდეს "ვადამდელი არჩევნების" ჩატარება - ნუ ამის სამართლებრივ და თეორიულ შესაძლებლობის ასპექტებს საერთოდ არ ვეხები. კვლევების შედეგების მიხედვით: მოსახლეობის 86% თვლის, რომ საქართველო იმსახურებს EU-ს კანდიდატის სტატუსს, ხოლო ამავე კითხვამ რადიკალური ოპოზიციის (მეხუთე კოლონის) აშკარად შემცირებული რაოდენობა გამოავლინა: 11%-მდე თვლის - რომ არ იმსახურებს რადიკალური ოპოზიციის გაცილებით მეტი რაოდენობა - 29%-მდე დადებითად გამოეხმაურა ოცნების ლიდერების მიმართ სანქციების დაწესებას. ამავე კითხვამ გამოავლინა ხელისუფლების მომხრეთა მყარი რაოდენობა, ვინც უარყოფითად უპასუხა ამ კითხვას - 66%-ზე მეტი ოცნების ლიდერების სანქცირების ქვეშ აყვანის მომხრე გამოკითხულებში, სააკაშვილის გულშემატკივართა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია - 19%, ხოლო გამოკითხულთა 64%-ზე მეტი თვლის, რომ ის სამართლიანად იხდის სასჯელს სააკაშვილის მომხრეთა თითქმის იგივე რაოდენობა - 21%-მდე არ ეთანხმება ხელისუფლების ომის საწინააღმდეგო პოლიტიკას, ხოლო გამოკითხულთა 78%-მდე ამ სამშვიდობო კურსს ემხრობა გაცილებით ნაკლები "გმირი" მიშისტი პასუხობს დადებითად შეკითხვას: უნდა თუ არა დავიწყოთ ომი, დასავლეთის მოთხოვნის შემთხვევაში - 11,5%. ხოლო იმ ნორმალური ადამიანების რაოდენობა, ვინც ამის წინააღმდეგია - 84%-ს აღწევს გამოკითხულთა 70%-მდე ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ შეუერთდეს პრაქტიკული ეფექტის არმქონე სანქციებს, თუმცა ამის შერეკილ მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მაინც დიდია - 27% ამ გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო მისწრაფება და სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა. ამ გამოკითხვამ დაადასტურა რადიკალური ოპოზიციის რეგრესის გაგრძელება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნათა საწინააღმდეგო კურსით ვითარდება საკუთარ სრულ პოლიტიკურ გაკოტრებამდე“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი