ედიშერ გვენეტაძე: პარტიული დროშის მქაჩავი ჩომახიძე ამ გაგანია ომის დროს რუსეთის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელად რომ დაინიშნა, არის თუ არა ეს იმის დასტური, რომ ნაცმოძრაობისათვის სულერთია უკრაინა, იქ დაღუპული ხალხი და მათი ბედი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
683 14 ივნისი 2022, 12:43

გრიგოლ ვაშაძის-პატრუშევისა პრეზიდენტობის კანდიდატად წამომყენებელი პარტიისგან სხვას რას უნდა ელოდოს ვინმე რამეს! ამის შემდეგ თავად განსაჯეთ ეს ამბები ნაცმოძის ფრუსტრაციაა თუ ლუსტრაცია?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რევაზ ჩომახიძის ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას.

„ყველას სადაც უნდა იქ იმუშავებს ეს არავის საქმე არაა, მაგრამ გვარამიას და მის კანტორას აყროლებული და აქაფებული, რომ ჰქონდა პირი, არიქა ესა თუ ის სპორტსმენი რუსეთში რატომ მოღვაწეობსო?! ამიტომაც, ეს რა არის, როდესაც მათი წევრი და პარტიული დროშის მქაჩავი ჩომახიძე ამ გაგანია ომის დროს რუსეთის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელად, რომ დაინიშნა?! რომლის დამფინანსებელი ომის პირველი დღეებიდან ეს სანქცირებული ვი-თი-ბი ბანკი! არის თუ არა ეს იმის დამადასტურებელი ბილეთი, რომ ნაცმოძრაობისათვის სულერთია უკრაინა, იქ დაღუპული ხალხი და მათი ბედი? თუმცა, გრიგოლ ვაშაძის-პატრუშევისა პრეზიდენტობის კანდიდატად წამომყენებელი პარტიისგან სხვას რას უნდა ელოდოს ვინმე რამეს!
ამის შემდეგ თავად განსაჯეთ ეს ამბები ნაცმოძის ფრუსტრაციაა თუ ლუსტრაცია?!“, - წერს გვენეტაძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი