საინტერესოა, შვილების, ქეთევანისა და თეიმურაზის წარმატებული კარიერა ელიტარულ პოსტებზე, ვაშინგტონსა და პარიზში გარკვეული დათქმებით მოხდა? შემთხვევით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება ხომ არაა 'პოლიტიკურ მენიუში'?..
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
667 15 ივნისი 2022, 19:36
საინტერესოა, შვილების, ქეთევანისა და თეიმურაზის წარმატებული კარიერა ელიტარულ პოსტებზე ვაშინგტონსა და პარიზში გარკვეული დათქმებით მოხდა? შემთხვევით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება ხომ არაა 'პოლიტიკურ მენიუში'?.. - ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი  გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს და მისი შვილების კარიერულ წინსვლას შორის პარალელ ავლებს.  

„პოლიტიკოსი ამომრჩევლის განწყობასა და, სურვილებს რომ კარგად უნდა იცნობდეს, არაა ახალი.  

სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების საქართველოს საზოგადოებას არ სურს ე.წ. მეორე ფრონტის გახსსნა, არ სურს ხელახალი უაზრო ომი. მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრეა ჩვენი ხალხი. 

14 ივნისის ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა  ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენდამი დაუმსახურებელი კრიტიკის კასკადი. ოფიციალური კიევის ცალკეულ ჩინოსანთა განცხადებები, რომ თურმე საქართველოც ომში უნდა ჩაებას, რუსეთზე დააწესოს სანქციები, საქართველოს ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია!
და ამ დროს რას ამბობს საქართველოს პრეზინდეტი? თურმე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ.

2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში, ქალბატონმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და თქვა:

მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!

საქართველოსს პრეზიდენტს და ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურს პრიორიტეტები არ უნდა ეშლებოდეს!
P.S. საინტერესოა, შვილების, ქეთევანისა და თეიმურაზის წარმატებული კარიერა ელიტარულ პოსტებზე
ვაშინგტონსა და პარიზში გარკვეული დათქმებით მოხდა? შემთხვევით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება ხომ არაა 'პოლიტიკურ მენიუში'?..“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი