ვირუსული ფოტო: სიყვარული კორონავირუსის ფონზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 16 თებერვალი 2020, 14:29
პოლიციელი 10-დღიანი განშორების შემდეგ პირველად ხედავს ცოლს, რომელიც  ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. ჰოსპიტალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე გამოცხადებული კარანტინის გამო დაიხურა.  

ეს ფოტო ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Guancha-ის გაუგზავნა ქალაქის მკვიდრმა. ჟურნალისტებმა ფოტო გამოაქვეყნეს ჩინეთში პოპულარულ სოციალურ ქსელ Weibo-ში. BBC წერს, რომ ცოლ-ქმრის ფოტოც ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელს, ხოლო შემდეგ ტრადიციულ მედიას. მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან ორ დღეში 20 ათასი გაზიარება და ათი თასობით მოწონება აქვს. 

ამ ფოტოზე ვანების ოჯახია ასახული. ვან შუვენი მედდად მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში. ეს, ის საავადმყოფოა, სადაც პირველად აღმოაჩინეს კორონავირუსი. 


კორონავირუსის გავრცელების დაწყებისთანავე, ამ საავადმყოფოში შეიქმნა საკარანტინო განყოფილება ახალი ტიპის პნევმონიის მქონე პაციენტთა სამკურნალოდ. პირველივე პაციენტების მიღებისთანავე  კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა და ის დაიხურა. შუვენს, ისევე, როგორც სხვა მედპერსონალს მას შემდეგ არ დაუტოვებია სამუშაო ადგილი.

ვან შუვენი 47 წლისაა, იგი 10 დღეზე მეტია სახლში არ ყოფილა, შესაბამისად, მას 10 დღეზე მეტია არ უნახავს ქმარი.

მისი მეუღლე ვან  შენკონგი 48 წლისაა. ისიც დღეების განმავლობაში გადაბმულად მუშაობს ქალაქში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, რათა დაიცვას წესრიგი უსაფრთხოება. 

"10 დღეზე მეტია არ მინახავს ცოლი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მომენატრა, უბრალოდ, მინდოდა შემეხედა მისთვის, რათა დავმშვიდებულიყავი, რომ კარგადაა და არაფერი უჭირს", - განაცხადა ვან შენკონგიმ. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალ კერნსი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საგარეო უწყება - შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
არქივი