დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ გაშლილია ტოტალური შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის ბოლო მაგალითია პორტში, არასანქცირებული ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
738 27 ივნისი 2022, 16:56


,,დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიის და ასევე, მათი მომსახურე სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ, გაშლილია ტოტალური შეტევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. 
ამის ბოლო მაგალითი გახლდათ, ჩვენს პორტში, არასანქცირებული გემის მიერ შემოტანილ სანქცირებულ ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბათუმის პორტში არასანქცირებული გემის მიერ, შემოტანილ სანქცირებულ ტვირთს.

როგორც ანჯაფარიძე წერს,  გემსაც და ტვირთსაც მოექცნენ ისე, როგორც სანქცირებილი რეჟიმი და კანონი ითხოვს. ასე რომ, სულ რამდენიმე საათი იცოცხლა ფეიქმა. 

,,დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიის და ასევე, მათი მომსახურე სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ, გაშლილია ტოტალური შეტევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. 
ამის ბოლო მაგალითი გახლდათ, ჩვენს პორტში, არასანქცირებული გემის მიერ, შემოტანილ სანქცირებულ ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი. დავინახეთ, რომ გემსაც და ტვირთსაც მოექცნენ ისე, როგორც სანქცირებული რეჟიმი და კანონი ითხოვს. ასე რომ, სულ რამდენიმე საათი იცოცხლა ფეიქმა. 
ევროინტეგრაციის თემით მოხერხებულად შეფუთული ე.წ. „არაძალადობრივი წინააღმდეგობას“, სინამდვილეში ეწოდება ანტისახელმწიფოებრივი პუტჩს, სხვაგვარად არც შეიძლება ეწოდოს. ამაში ჩართული არიან გარე ძალებიც. ეს უკვე ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. რად ღირს თუნდაც „კოლექტიური არახამიების“ შემოტევები. 

ახლა კი მთავარი საკითხი: 

1/ვის აწყობს ის, რომ საქართველომ ვერ/არ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? პასუხი ცხადზე ცხადია.
2/ რა უნდა გაკეთდეს, რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს? ქვეყანა, უნდა ჩაიძიროს პერმანენტული დესტაბილიზაციის მორევში მინიმუმ 3-4 თვით. ვის აწყობს ეს? ვიცით
3/ ვისი საქმის გამკეთებლები არიან ისინი, ვინც ამას ამზადებს ჩვენს ქვეყანაში? -რუსეთის!
შესაბამისად, 3 ივლისის აქციის მთავარი ბენეფიციარის ვინაობაც ცნობილია.” წერს ანჯაფარიძე Facebook- ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი