გია გაბრიჭიძე ოჰაიოს ინციდენტზე: ჩვენთან გაჩნდებოდა სტატუსები - ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. ოპო-ჟურნალისტები ყოველ საათობრივ რეჟიმში თავს დაესხმებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
580 06 ივლისი 2022, 17:00

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის ოჰაიოს შტატში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რის შედეგად შავკანიანი ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელთა მხრიდან 60 ტყვიის სროლა დასახელდა.

მისი თქმით ჩვენთან ჟურნალისტები დაიწყებდნენ მუქარებს საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. პოლიტიკანები და სახალხო დამცველი ტელეეკრანებიდან არ ჩამოვიდოდნენ. დააანონსებდნენ აქციებს და დაწერდნენ რაპორტებს. მინისტრს და პოლიციელებს, ხომ სულ ქარცეცხლში გაატარებდნენ.

„მსგავსი ფაქტები ამერიკისა და ევროპისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ღმერთმა დაგვიფაროს ნებისმიერი ტრაგედიისგან, მაგრამ გავიხსენოთ, თუ რა გამოცდილება გვაქვს ჩვენთან მომხდარი უბედურებების შემდგომ პერიოდებზე: ფეისბუქში გაჩნდებოდა სტატუსები - ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. ოპო-ჟურნალისტები ყოველ საათობრივ რეჟიმში თავს დაესხმებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეზობლებს, უბრალო მოქალაქეებს სხვადასხვა იდიოტური შეკითხვებით. CNN-ის ბიურომ ოფიციალური მიმართვის შემდეგ ნებართვა მიიღო გარდაცვალების დასკვნის დეტალური შესწავლისთვის, თუმცა ბიუროს არ მისცეს საშუალება დასკვნის ასლების გაკეთების და მიზეზად დაწესებულებაში არსებული რეგულაციები დასახელდა. ჩვენთან ჟუუუურრნალისტები დაიწყებდნენ მუქარებს საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. პოლიტიკანები და სახალხო დამცველი ტელეეკრანებიდან არ ჩამოვიდოდნენ. დააანონსებდნენ აქციებს და დაწერდნენ რაპორტებს. მინისტრს და პოლიციელებს, ხომ სულ ქარცეცხლში გაატარებდნენ. გვარამია გაივლიდა მდინარეში და ემა გოგოხია ცათამბჯენიდან ჩამოძვრებოდა. მოკლედ იქნებოდა სრული ვაკხანალია და კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა - რატომ არიან ეს დასავლეთელი ცივილიზებულები ასეთი გამორობოტებულები? რად უნდოდა ერთი ახალგაზრდის დაკავება ინტენსიური ცეცხლის გახსნა (60 ტყვია ამოუღეს სხეულიდან) და რა საჭირო იყო გარდაცვლილის ხელებზე ბორკილების დადება?“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი