ვლადიმერ ბოჟაძე ოჰაიოს შტატში მომხდარ ინციდენტზე : - პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურეობრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის ,,უცხო"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
676 06 ივლისი 2022, 17:02
ყველას გვახსოვს 2020 წელს ,,ჯორჯ ფლოიდის საქმე", ახლა ჯეილანდ უოკერის გახმაურებულმა მკვლელობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და მღელვარება. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურეობრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის ,,უცხო" და ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც მოსახლეობის და მით უფრო პოლიტიკოსების მხრიდან ამას არ მოყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციები, აქციები, გამოსვლები, კონკრეტული თანამდებობის პირების, მინისტრების ან/და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატის სამიტის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის შუალედურ განცხადებას. „ყველას გვახსოვს 2020 წელს ,,ჯორჯ ფლოიდის საქმე", ახლა ჯეილანდ უოკერის გახმაურებულმა მკვლელობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და მღელვარება. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურეობრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის ,,უცხო" და ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც მოსახლეობის და მით უფრო პოლიტიკოსების მხრიდან ამას არ მოყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციები, აქციები, გამოსვლები, კონკრეტული თანამდებობის პირების, მინისტრების ან/და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოთხოვნა არის კონკრეტული დამნაშავეების დასჯ და პრევენციის მექანიზმების გაძლიერება. სამწუხაროა, რომ საქართველოში მომხდარი სხვადასხვა კონკრეტული შემთხვევები(მეტროში არასრულწლოვანის ცემა), რომელზეც დროულად და ეფექტიანად რეაგირებს ხელისუფლება მუდმივად ხდება სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი და რეალური პრობლემა, მისი მოგვარების გზები თუ შემდგომი პრევენცია არავის ადარდებს.“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი