დავით ქათველიშვილე გოგი ხოშტარიას: ჟურნალისტი თავაზიანად გიკავშირდებათ, ხელოვნებისა და დიპლომატიის ღვაწლმოსილ მუშაკს - ეს სტილი, ტონი, რიტორიკა საიდან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
683 06 ივლისი 2022, 18:39
,,ამ "იმედს" კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე,” -ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელ მიმართვას ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტისადმი.

როგორც ქართველიშვილი წერს, თქვენივე აღიარებულ თემებთან აქვთ შეკითხვები. ჩვენ რომ ცილისწამებით, სიცრუით, შეურაცხყოფით დაგვსდევენ ცემა დავუწყოთ?  


,,ქვეყნის ყოფილი პირველი დიპლომატი, რუსეთის დიპლომატიური (და არა მხოლოდ) სკოლის კურსდამთავრებულის მამა, მოსკოვისა და პეტერბურგის წამყვანი თეატრების საპატიო "სტიპენდიანტი", გევურქ გევურქოვისა არ იყოს - სახლის კი არა, სახლების პატრონი... უბრალოდ მაგრად ტეხავს. ჟურნალისტი გოგონა თავაზიანად გიკავშირდებათ, ხელოვნებისა და დიპლომატიის ღვაწლმოსილ მუშაკს - ეს სტილი, ტონი, რიტორიკა საიდან? არც სახლში გივარდებათ, არც ქუჩაშია ვინმე ჩასაფრებული - როგორც ეს თქვენი ბანაკის ჟჟჟურნალისტებს ჩვევია. ამ "იმედს" კიდევ თქვენი გინება სჭირდება? გადაუარეთ, გათელეთ, დაანგრიეთ, მფლობელი სიცოცხლეს გამოასალმეთ, ერთი საბოდიშო, თუ მხარდამჭერი სიტყვა არ გვსმენია ამ ტელევიზიის მისამართით თქვენი მხრიდან იმ ავდებით თავის დროზე. თქვენთან - თქვენივე აღიარებულ თემებთან აქვთ შეკითხვები და ესეთი აგრესია. ჩვენ რომ ცილისწამებით, სიცრუით, შეურაცხყოფით დაგვსდევენ - ცემა დავუწყოთ?  “ წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი