დავით ქართველიშვილი: EU-ს ელჩი იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება, რომ კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს, ანუ არც ახალი დაფინანსების მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით და არც არსებულის დაკარგვის შიშის რეჟიმში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
653 14 ივლისი 2022, 13:05
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებით, ჩვენმა ქვეყანამ მილიარდობით ევრო დახმარების პერსპექტივაც დაკარგა და მიმდინარე ფინანსური მხარდაჭერაც ეჭვქვეშ დააყენა" - პასუხი გაეცა. EU-ს ელჩი იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება, რომ "კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს"- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისივე თქმით არც ახალი დაფინანსების მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით და არც არსებულის დაკარგვის შიშის რეჟიმში. თუმცა, სექტანტების ფეიკ მედიისა და "სეკონდ-ჰენდ-პოლიტიკოსების" მხრიდან სიმართლესთან მიახლოებულ რაიმე განმარტებებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გავიგებთ.

„დღეს ორი დადებითი გზავნილი მივიღეთ დასავლეთიდან და ორივე მცირე კომენტარის ღირსია, თუნდაც იმისთვის, რომ მკაფიოდ გვესმოდეს, რამხელა უფსკრულია ხელისუფლების მხრიდან დასავლურ "ფრონტზე" მიმდინარე მიზანმიმართულ, საქმიან და შედეგიან საქმიანობასა და მავნებელი სექტანტების ფეიკ-პიარ ეფექტების მქონე მსმენელსა და მაყურებელზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარე მუშაობას შორის.
ერთი დღის ინტერვალით - ჯერ ქვეყნდება ორი ჩვენი ადგილობრივი "სეკონდ-ჰენდის" ცისკარიშვილ/დეკანოიძის ფოტო ამერიკელ "სეკონდ-ჰენდ" მაკფოლთან ერთად გამანადგურებელი შინაარსით: "ვიწყებთ საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობას" - და ამით ზუსტ შთაბეჭდილებას ქმნიან, თუ როგორ ეზიზღებათ ამ უსამშობლოებს ჩვენი ქვეყანა.
მეორე მესიჯი ამერიკიდან, დღევანდელია: "საქართველოს საგარეო უწყება - კონგრესში წარადგინეს ორპარტიული საკანონმდებლო აქტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს". უფსკრულია ამ ორ ნარატივს შორის და სხვათა შორის, აქ აშშ-ს ელჩისადმი ირიბი, კულუარული უკმაყოფილებაც კი ამოვიკითხე კონგრესმენების მხრიდან. ვინაიდან "მზარდი ინტერესი და მტკიცე მხარდაჭერა" - ეს არის სწორედ ის მიდგომა და შეფასება ამერიკიდან, რომელსაც ქალბატონი ელჩი ბოლო პერიოდში ასე საგულდაგულოდ გვიმალავდა.
მეორე გზავნილი, რომელიც ასევე აცამტვერებს სექტანტების პროპაგანდას, მივიღეთ ევროკავშირიდან, რომელიც იძულებული გახდა ჩვენი მავნებლების ფეიკს, რომ: "საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებით, ჩვენმა ქვეყანამ მილიარდობით ევრო დახმარების პერსპექტივაც დაკარგა და მიმდინარე ფინანსური მხარდაჭერაც ეჭვქვეშ დააყენა" - პასუხი გაეცა. EU-ს ელჩი იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება, რომ "კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს", ანუ არც ახალი დაფინანსების მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით და არც არსებულის დაკარგვის შიშის რეჟიმში. თუმცა, სექტანტების ფეიკ მედიისა და "სეკონდ-ჰენდ-პოლიტიკოსების" მხრიდან სიმართლესთან მიახლოებულ რაიმე განმარტებებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გავიგებთ“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი- პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები?
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
არქივი