დიმიტრი ხუნდაძე - აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
676 15 ივლისი 2022, 14:56
ჩვენს მიერ გუშინ გამოთქმული ეჭვი, ხომ არ იყო მოსამართლის ამერიკაში გამგზავრების ხელის შემშლელი ფაქტორი სასამართლო გადაწყვეტილება, დღეს თვითონ დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძემ - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 
მისი თქმით, აქ უფრო მეტ შეუსაბამო საკითხებთან გვაქვს საქმე - რამდენადაა შესაძლებელი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების რევიზია მოხდეს საელჩოებში, ან ვთქვათ, რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს წინასწარი დაკვეთა, თუ, რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მოსამართლის მიერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. 
 „ვფიქრობ, ეს არ არის დასავლური ღირებულება, სწორედ ასეთი მიდგომაა სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ზოგადად ეწინააღმდეგება პარტნიორულ  ურთიერთობებს და იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ შემადგენელთან ერთად გადაწყვეტილი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა.  ასეთი დამოკიდებულება საგანგაშო და სახიფათოა, ამიტომ კითხვები კიდევ უფრო მეტი ჩნდება და ახლა კითხვის ადრესატი, რომელსაც აქამდე პასუხი არ გაუცია, აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი, ერთმნიშვნელოვანი განცხადებები და განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. მიჩნდება ეჭვი, რომ აქამდე დასმულ კითხვებთან დაკავშირებითაც კიდევ უფრო მეტ ხიფათთან  და შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მოსალოდნელია და ვიდრე შესაძლოა წინასწარ პროგნოზის გაკეთება. ამიტომ, კითხვებს სჭირდება პასუხები, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვები კიდევ უფრო მრავლად ჩნდება. კელი დეგნანთან ჩვენ გვრჩება პასუხგაუცემელი კითხვები და ვთხოვთ მას, გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საზოგადოების მაღალი ინტერესია და ასევე ქვეყნის ინტერესი,  თუ  როგორ წარმოუდგენია ქვეყანა საზოგადოებას, როგორი იქნება ის ხვალ და საით მივდივართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სტაბილურობის განცდა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი