ზაალ ანჯაფარიძე: გამდიდრებისკენ მიდრეკილი გოგაშვილი ხომ არ აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და სხვა ფაქტორებთან ერთად ამასაც ხომ არ უკავშირდება მისი უეცარი გამდიდრება?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
714 19 ივლისი 2022, 11:52

ოპოზიციას და მასთან აფილირებულ მედიასა და ექსპერტებს ახლა სურთ სოსო გოგაშვილი, რომელსაც როგორც იქნა მისწვდა მართლმსაჯულება, წარმოაჩინონ სისტემასთან მებრძოლ წამებულ გმირად, ან ე.წ. „whistleblower”-ად ან რაღაც მსგავსად. ის რომ გოგაშვილი დადასტურებულად აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფაილებს ოპოზიციურ ტელეარხებს და შესაძლოა პარტიებსაც, ეს უკვე ცნობილია. „თავისიანებმავე“ ჩაუშვეს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ოპოზიციას და მასთან აფილირებულ მედიასა და ექსპერტებს ახლა სურთ სოსო გოგაშვილი, რომელსაც როგორც იქნა მისწვდა მართლმსაჯულება, წარმოაჩინონ სისტემასთან მებრძოლ წამებულ გმირად, ან ე.წ. „whistleblower”-ად ან რაღაც მსგავსად. ის რომ გოგაშვილი დადასტურებულად აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფაილებს ოპოზიციურ ტელეარხებს და შესაძლოა პარტიებსაც, ეს უკვე ცნობილია. „თავისიანებმავე“ ჩაუშვეს.

თუმცა, ჩნდება უფრო და მძიმე სერიოზული კითხვა: გამდიდრებისკენ მიდრეკილი გოგაშვილი ხომ არ აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და სხვა ფაქტორებთან ერთად ამასაც ხომ არ უკავშირდება მისი უეცარი და ოფიციალურ შემოსავლებთან შეუსაბამო გამდიდრება?! იმედია გამოძიება დაადგენს ყველაფერს. გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი. გოგაშვილის ამბავი, რომელიც ჩვენი ჯერ კიდევ საკმაოდ ნედლი დემოკრატიის ერთ ერთი გამოვლინება მგონია, გაკვეთილი უნდა გახდეს.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი