გია გაბრიჭიძე მაია კოპალეიშვილზე: საინტერესოა ის ცინიზმი, რომლითაც სააკაშვილის დროინდელი მოსამართლე თავისი 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, სხვის ცინიზმზე საუბრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
558 20 ივლისი 2022, 13:55

ეს მიმართვა ნამდვილად არ არის გასაკვირი არც იმიტომ, რომ მაია კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, არც იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში გვარამიას მოადგილე იყო. არც ასე ვთქვათ თემის "გადაფუთვის" მცდელობა, რომლითაც სურთ გვარამიას დაპატიმრება საქართველოსა და დასავლეთს შორის ჩატეხილ ხიდად წარმოაჩინონ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

როგორც გაბრიჭიძე წერს, საინტერესოა როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა 2016 წელს (როცა ოცნების ლიდერშიპში იყო), რუსთავი 2-ის საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას მოითხოვდა გვარამიასთან ნათესაური კავშირის მიზეზით.

„სირცხვილია ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!" - ასე მიმართავს ქ-ონი მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეებს.

ეს მიმართვა ნამდვილად არ არის გასაკვირი არც იმიტომ, რომ მაია კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, არც იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში გვარამიას მოადგილე იყო. არც ასე ვთქვათ თემის "გადაფუთვის" მცდელობა, რომლითაც სურთ გვარამიას დაპატიმრება საქართველოსა და დასავლეთს შორის ჩატეხილ ხიდად წარმოაჩინონ.

საინტერესოა ის ცინიზმი, რომლითაც სააკაშვილის დროინდელი მოსამართლე თავისი 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, გვარამიას ყოფილი მოადგილე, რომელსაც ქართული განათლების სისტემის ნგრევაში ლომის წილი მიუძღვის, სხვის ცინიზმზე საუბრობს.

ცოტათი საინტერესოა, როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ეკა 2016 წელს (როცა ოცნების ლიდერშიპში იყო), რუსთავი 2-ის საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას მოითხოვდა გვარამიასთან ნათესაური კავშირის მიზეზით.“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი