ზაალ ანჯაფარიძე: სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 25 ივლისი 2022, 19:03
„დღეს, სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ჩვენს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის  სისტემა, რასაც ჩვენ, საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით. ვხედავთ, ვამჩნევთ, გვესმის“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად და წარმატებულად აღუდგა წინ კოლექტიური დასავლეთის მცდელობას, როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა და ქვეყანა და ხალხი რეპრესიული უღლისგან გათავისუფლდა.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად და წარმატებულად აღუდგა წინ კოლექტიური დასავლეთის მცდელობას, როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა და ქვეყანა და ხალხი რეპრესიული უღლისგან გათავისუფლდა. დიახ, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, ვისაც როგორი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მის მიმართ.
დღეს, სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ჩვენს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის  სისტემა, რასაც ჩვენ, საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით. ვხედავთ, ვამჩნევთ, გვესმის.
მე არ მინდა საჯაროდ განხილვა იმისა, თუ რატომ სურთ მათ ეს, თუმცა ვფიქრობ ბევრი ჩვენგანი ისედაც ხვდება. 
ამ სტატუსით უბრალოდ მინდა საზოგადოება გავაფრთხილო „იყავით ფხიზლად!“- წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი