ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნას: ეს ადამიანები ქალბატონო ელჩო ითხოვენ დაგველაპარკოთ, როგორც თანასწორი თანასწორს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
575 26 ივლისი 2022, 13:00
ეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, თქვენც ხომ კარგად იცით  მხოლოდ იმას აფიქსირებენ, რომ არა ვისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნია საქართველოს! ეს სამეული ხომ მხოლოდ იმას აფიქსირებს  რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ  უმრავლესობას აფიქრებინებს და აწუხებს! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე  საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.


„რა დავარქვათ ჩვენი სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნის ქნი  ელჩის ამ  ქმედებას?

ეს პარლამენტარები   ითხოვენ ლეგიტიმურად დასმულ კითხვებზე პასუხს, მეტს ხომ არაფერს?!

ეს ადამიანები ქნო ელჩო  ითხოვენ დაგველაპარკოთ, როგორც თანასწორი თანასწორს!

ეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, თქვენც ხომ კარგად იცით  მხოლოდ იმას აფიქსირებენ, რომ არა ვისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნია საქართველოს!

ეს სამეული ხომ მხოლოდ იმას აფიქსირებს  რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ  უმრავლესობას აფიქრებინებს და აწუხებს!

რატომ ახდენს ქნო ელჩი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების იგნორირებას და პასუხს არ გვცემს!

აი ეს  არის საკითხავი ჩემო თავისუფლებასა და ამერიკულ დემოკრატიაზე შეყვარებულო ამერიკანიუს-ქართველებიუსებო!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი