რაკი ქალბატონი დეგნანი დუმს, მეორე მხარემ უნდა განმარტოს სიტუაცია და მარტივ კითხვას - შეხვდა თუ არა, სად, როდის, რა თემასთან დაკავშირებით, ასევე, მარტივი პასუხი უნდა გასცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 26 ივლისი 2022, 13:05
,,გასაგებია, რომ "წასვლისას მიდიან", მაგრამ ხანდახან გამონაკლისსაც აქვს პრეცედენტი. ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ, მაინც მოუწია ღია პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა,” - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ერთი მხარე დუმს, შესაბამისად, მეორე მხარეს უწევს კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემა. 

,,გასაგებია, რომ "წასვლისას მიდიან", მაგრამ ხანდახან გამონაკლისსაც აქვს პრეცედენტი. ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ მაინც მოუწია ღია პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციებში განსაკუთრებით, "გახარისტებისაგან" ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა ფეიკი - ჩვენ ბიძინას ფარული პროექტი ვართ, ასეა საჭირო, გვენდეთ.

თუკი, ეს "უწყინარი" ცილისწამება ივანიშვილმა იმდენად სახიფათო ტენდენციად აღიქვა, რომ თავის პრინციპსაც, "წასვლისას - წადი"-ს, უმტყუნა და საჭიროდ ჩათვალა, განმარტება გაეკეთებინა, დამიჯერეთ: დღესაც დგება ამის აუცილებლობა. რაკი ქალბატონი დეგნანი დუმს, ამ სავარაუდოდ შემდგარი დიალოგის მეორე მხარემ უნდა განმარტოს სიტუაცია და მარტივ კითხვას: შეხვდა თუ არა, სად, როდის, რა თემასთან დაკავშირებით - ასევე მარტივი პასუხი უნდა გასცეს. საზოგადოება ამას ელოდება, ამ პასუხზე ძალზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბატონო ბიძინა! გთხოვთ და გელოდებით!” - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი