კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრა რა მოტივაციით იყო განპირობებული? მას შეხვდა, როგორც გავლენიან ქართველს, ფილანტრობს, კონტრიბუციონერს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა თუ პოლიტიკიდან გასულ მოქალაქეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
499 27 ივლისი 2022, 10:55
,,პირველ რიგში, საზოგადოების სახელით მადლობის გადახდა გვმართებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში ის არის ქვეყნის მოქალაქე და საზოგადოებაში დაგროვებულ პასუხგაუცემელ მნიშვნელოვან კითხვებზე ფარდის ახსნას საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლის,” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.

როგორც ქართველიშვილი წერს, საინტერესოა, კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრას რა მოტივი ქონდა.


,,პირველ რიგში, საზოგადოების სახელით მადლობის გადახდა გვმართებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში ის არის ქვეყნის მოქალაქე და საზოგადოებაში დაგროვებულ პასუხგაუცემელ მნიშვნელოვან კითხვებზე ფარდის ახსნას საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლის. ახლა კი გავყვეთ მოვლენების ძალზე საინტერესო ფაქტოლოგიურ ქრონოლოგიას.

2022 წლის 5 თებერვალი: "ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

2022 წლის 21 მარტი: "რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საინტერესოა, კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრა რა მოტივაციით იყო განპირობებული? მას შეხვდა, როგორც გავლენიან ქართველს, ფილანტრობს, კონტრიბუციონერს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა თუ პოლიტიკიდან გასულ მოქალაქეს?

აღნიშნული შეხვედრის მიზანს, მის შინაარსს და ზოგადად, თავად შეხვედრის ფაქტს, მიუხედავად არაერთხელ დასმული მარტივი შეკითხვებისა - ქალბატონი დეგნანი ამ მომენტამდე არც ადასტურებდა და არც უარყოფდა. დღეს ჩვენ უკვე ვიცით მთავარი - შეხვედრა შედგა! ამ ეტაპზე, შეხვედრის მიზნებსა და შინაარსზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მართებს ინიციატორს - აშშ-ს ელჩს! ამჟამად - "ბურთი" მის "საინფორმაციო მოედანზეა". დაველოდოთ. დუმილის გაგრძელების შემთხვევაში - დარწმუნებული ვარ, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ინფორმაციას ამის შესახებაც მივიღებთ.

მანამდე კი შეგვიძლია გამოვთქვათ არგუმენტირებული ვარაუდები. ბიძინა ივანიშვილის სანქციების ქვეშ აყვანის თემის გააქტიურება და მისი შემდგომი "დეოლიგარქიზაციის" იდეა-ფიქსი გაჩნდა და გააქტიურდა სწორედ ამ შეხვედრის შემდგომ პერიოდში. როგორც ჩანს, კელი დეგნანმა მისგან ვერ მიიღო "რაღაც მნიშვნელოვან" საკითხებზე სათავისოდ "მისაღები პასუხები". ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ შეხვედრის შედეგების შესახებ როგორც ჩანს, ქალბატონი ელჩის მხრიდან ინფორმირებული იყო ყველა: აშშ-ს პოლიტიკური წრეები (თუნდაც - მაკფოლი), უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები (იგივე - არახამია), ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ყველა - საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების გარდა, რომელთა წინაშე ქ-ნი კელი დეგნანი საკუთარ პასუხისმგებლობას აღარც გრძნობს და აღარც თვლის თავს ვალდებულად. ღმერთმა ქნას - ვცდებოდეთ. ამიტომაც, მოულოდნელად ველით თქვენგან განმარტებას, ქალბატონო ელჩო!” - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი