ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: თქვენი რეპუტაციულ ზიანის შემდეგ ახლა ამერიკის რეპუტაციაზე იფიქრეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
560 27 ივლისი 2022, 11:22
,,აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ? მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც  არ  ქვია ქალბატონო ელჩო, სხვა  სახელი  ქვია  დღეიდან” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.

როგორც ქადაგიძე ელჩს მიმართავს, ამ ფაქტის უარყოფა ძალიან დიდი ზიანს მოუტანს. 


,,აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ?

მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც  არ  ქვია ქალბატონო ელჩო, სხვა  სახელი  ქვია  დღეიდან...
ქართული საზოგადოება იმსახურებს მკაფიო და კონკრეტულ პასუხებს თქვენგან, რასთან დაკავშირებით დაგჭირდათ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან 3 საათიანი საუბარი და ახლა, როდესაც კითხვები დაისვა ამ შეხვედრაზე უტიფარი, უპასუხისმგებლო  დამოკიდებულება საზოგადოებისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება თქვენი მხრიდან...

თქვენგან პასუხად-"წერილს არ გავცნობივარ" და  „ვიღაცის ჭორებს ვერ   დავადასტურებ“, იმაზე დიდ რეპუტაციულ ზიანს მოგიტანთ,  ვიდრე  უკვე მიიღეთ....

ახლა  ამერიკის  რეპუტაციაზე იფიქრეთ .” წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი