დავით ქართველიშვილი ტვ ფორმულაზე: თქვენი მიზანია უდანაშაულო და მიუღებელი ადამიანები გამოიყვანოთ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
560 28 ივლისი 2022, 19:38
ამ მავნებლობას დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილები ახორციელებენ, ომბუდსმენის ღია წაქეზებით. ჩვენს თვალწინ ხორციელდება მათი სპეცოპერაციების განვითარება - რათა სრულიად უდანაშაულო და მათთვის მიუღებელი ადანიანები გამოიყვანონ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბან. ასე მოქმედებენ პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვანი შვილების, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ოჯახის წევრების წინააღმდეგ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის დედის, ქალბატონი თამარ ზაალიშვილის  მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუს. 

მისი თქმით, ამ მავნებლობას დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილები ახორციელებენ, ომბუდსმენის ღია წაქეზებით.

„პრინციპში, აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. ქვეყანაში შეიქმნა მედია-ზონდერ-ჯგუფები. ქვეყანაში დამკვიდრდა მოწინააღმდეგის საინფორმაციო "შეკვეთის" პრაქტიკა. თავად უსამშობლოები, უჯიშოები, უნამუსოები და უსირცხვილოები - თეორიის დონეზე, ზედმიწევნით ფლობენ ქართველი ადამიანის მენტალობის, ღირსების, თავმოყვარეობის "მტკივნეულ" წერტილებს და ზუსტად იქ ახორციელებენ თავის დარტყმებს.

ამ მავნებლობას დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილები ახორციელებენ, ომბუდსმენის ღია წაქეზებით. ჩვენს თვალწინ ხორციელდება მათი სპეცოპერაციების განვითარება - რათა სრულიად უდანაშაულო და მათთვის მიუღებელი ადანიანები გამოიყვანონ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბან. ასე მოქმედებენ პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვანი შვილების, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

დღეს დადგა ირაკლი კობახიძის მამის და მისი ერთი წლის შვილიშვილის ჯერი. მიუხედავად ოჯახის უარისა - ე.წ. ტელეარხი "ფორმულას" ე.წ. ჟურნალისტები, რეალობაში კი "მედია-ქილერები", დილიდან სახლში და ეზოში უვარდებოდნენ ოჯახს, პროვოკაციების მოწყობის მიზნით!!! Nino Lomjaria - თქვენ ხართ ამ დანაშაულების თანამონაწილე, დამკვეთი თუ არა!!!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი