თამთა მეგრელიშვილი: საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
608 03 აგვისტო 2022, 13:59
საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია, - ამის შესახებ Facebook-ზე იურისტი თამთა მეგრელიშვილი წერს.

„FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისში სასურსათო პროდუქტებზე ფასების დონე 23,1%-ით გაიზარდა მაგალითად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება.

მაგალითად, თურქეთში ინფლაციის 78,6% დაფიქსირდა, სომხეთში 10,3%, აზერბაიჯანში 14,2%, რუსეთში 15,9%, უკრაინაში კი - 21,5%. აშშ-ში ივნისში 9,1% დაფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში - 9,4%, გერმანიაში - 7,6%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 8,6% შეადგინა და ეს ზრდის პროცესი გრძელდება.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება. რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია. ივნისში ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა და 1,3%-ით გაუმჯობესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა.

საქართველოში პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 14,9%. სწორედ ამ მონაცემებით გახდა საქართველო ერთადერთი ქვეყანა რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე რომელმაც ამ რთულ დროს ასეთ შედეგებზე გასვლა შეძლო. მშვიდობასა და სტაბილურობას ასეთი შედეგი მოაქვს!“ - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი