"რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევს და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ" - რას წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
624 06 აგვისტო 2022, 14:27

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვინც რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ოკუპანტზე უარესი და ოკუპაციის ხელშემწყობია.

"რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ" - ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!..

ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.

დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას!..

დასკვნების გამოტანა რთული არ არის!" - წერს მამუკა მდინარაძე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი