რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე "გაუპრავეს". ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურაზე და ხალხის წამებაზე უარესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
646 07 აგვისტო 2022, 18:43

„7 აგვისტოს სააკაშვილმა მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, რომელშიც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნაცებს რუსული ჯარის მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალული ჰქონდათ, მისი მოპოვება 2013 წლის შემდეგ მოხერხდა და საქმეს დაერთო.

„7 აგვისტო თუ 8 აგვისტო?! სინამდვილეში, ადგილი ჰქონდა საუკუნის ღალატს და ეს კამათიც ნაცების მიერ ოკუპანტის საქმის კეთებამ წარმოშვა: (ვისაც გაკრიტიკება მოგინდებათ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და ზოგადი ფრაზების ნაცვლად, თუნდაც ერთი არაზუსტი ფაქტის შესახებ მიმითითოთ). 7 აგვისტოს სააკაშვილმა მთელს მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, სადაც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, როგორ უნდა მოესწროთ სხვადასხვა მოქმედება, „სანამ რუსები ჩაერეოდნენ“ და ისინი „პოტენციურ მოწინააღმდეგეებად“ მოეხსენიებინა; 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა; ომიდან ორ თვეში რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელშიც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები, კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რითაც მშვიდობიან მოსახლეობას შეუქმნეს საფრთხე. მოკლედ, რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი!!! 2013 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რის ვაივაგლახით „გამოჩიჩქნა“ რუსეთის ინტერვენციის 2008 წლის 7 აგვისტოს დამადასტურებელი ერთი-ორი მტკიცებულება და დღემდე ამით წვალობენ ნაცების ჩასვრილის გამოსწორებას ჰააგაში! აქ დეტალებში არ შევალ, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო... მეტიც, ნაცებს რუსული ჯარის მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი „ისკანდერის“ ნაწილებიც კი გადამალული ჰქონდათ და მისი მოპოვება 2013 წლის შემდეგ მოხერხდა და დაერთო საქმეს. რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ჯარების რეალურ, მასირებულ, სრულმასშტაბიან, დეკლალირებულ შემოჭრას, ღია აგრესიასა და თავდასხმას, რომელიც განხორციელდა 8 აგვისტოს, ეს იყო უმძიმესი თარიღი, უდიდესი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში და ამის შესაბამისადაც აღინიშნება ეს დღე. ნაცებმა 2015-16 წლებიდან ნელ-ნელა დაიწყეს ნარატივის შეცვლა, მანამდე სულ 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ამ თარიღს. მუხათგვერდშიც 8 აგვისტოს გადიოდნენ. ხელისუფლება რომ წამოეგოს 7-8 აგვისტოს თარიღზე დავის პროვოკაციას, სახელმწიფომაც შეცვალოს ნარატივი და 7 აგვისტოს დაიწყოს ამ თარიღის აღნიშვნა, საერთაშორისო სამართლებრივი დავის დროს, რუსეთის მხარემ კითხვა რომ დასვას, ადრე ყველა 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ახლა იმიტომ ხომ არ შეცვალეთ, რომ საქართველო არ იყო მართალი და გვიან მიხვდითო, ამაზე მაინც ხომ უნდა იფიქრონ, ოკუპანტს დამატებით არგუმენტს აძლევენ?!“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი