ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ომის დაწყების თარიღით მანიპულირებას ერთადერთი მიზანი აქვს, დაფარონ ,,ნაციონალური მოძრაობის" ღალატი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
780 08 აგვისტო 2022, 14:09
„გვახსოვს ბრძოლის ველზე მიტოვებული ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები, სახელმწიფოსგან მიტოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა... სამშობლოს ღალატი რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა“- ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ  ქსელში წერს. 

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მთავარი ღალატი ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციისთვის ხმის მიცემა იყო, სადაც მე-5  პუნქტში 7 აგვისტოს კასეტური ბომბებით ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა საკუთარ ქვეყანას და ჯარს დააბრალეს. 

„დიდება გმირებს!
რუსეთი ოკუპანტია!
,,ნაციონალური მოძრაობა" არის  ომის და ღალატის პარტია!
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ომის დაწყების თარიღით მანიპულირებას ერთადერთი მიზანი აქვს, დაფარონ ,,ნაციონალური მოძრაობის" ღალატი, საკუთარი ხალხის, ჯარისკაცების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე. ყველას გვახსოვს ბრძოლის ველზე მიტოვებული ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები, სახელმწიფოსგან მიტოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა... 
სამშობლოს ღალატი რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა: რუსეთს გადაეცა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ხელი შეუწყვეს რუსული ინვესტიციების შემოსვლას, რადგან თურმე ,,ფულს სუნი არ ქონია".  ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის ნაცვლად, მხარი დაუჭირა ,,მსოფლიოში სავაჭრო ორგანიზაციაში" რუსეთის გაწევრიანებას. მთავარი ღალატი კი ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციისთვის ხმის მიცემა იყო, სადაც მე-5  პუნქტში 7 აგვისტოს კასეტური ბომბებით ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და ჯარს. 8 აგვისტოს ომის დაწყებას ჰალსტუხიჭამია და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდლის 9 აგვისტოს N402 ბრძანებულებაც ადასტურებს!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი