გია აბაშიძე - ჩვენ და შეერთებული შტატები ვართ და ვიქნებით თანასწორი სტრატეგიული პარტნიორები. თუ ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ, რისთვისაც დიდი მადლობა, არ ნიშნავს, რომ გვიკარნახონ, როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
665 16 აგვისტო 2022, 14:29
არც ერთი სახელმწიფოს არც ერთ დიპლომატს/პოლიტიკოსს არ აქვს იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოს მიუთითოს, თუ რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში; როგორი უნდა იყოს კანონები; რომელი მოსამართლე იყოს უვადოდ და რომელი არა და ა.შ. - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ დღევანდელ წერილს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ამგვარი გაუგონარი უხეში ჩარევით, აშშ-ის საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
მისივე თქმით, იკვეთება საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკის დიპლომატიური მისიის შეტევის ახალი ხაზი, რომელიც ჯერ საელჩოსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლობისტს, ფულისტ თომას ილვესს (ესტონეთის ექს-პრეზიდენტი) ათქმევინეს. ახლა კი, ჩვენს ქვეყანას ვითომ სანქცირებული საქონლით ვაჭრობის საბაბით, საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან.
„სიმართლე არასდროს აზიანებს სამართლიან საქმეს (მაჰათმა განდი) 16 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობიდან ახლახანს გასულმა ოთხმა დეპუტატმა მორიგი გამაოგნებელი მხილებები წარმოგვიდგინეს აშშ-ის საელჩოს თავგასულობაზე. მათ განცხადებაში, კერძოდ, მოყვანილია სასამართლო რეფორმის შესახებ ამერიკის დიპმისიიდან მიღებული წერილის კონტენტ-ანალიზი. აღმაშფოთებელია, რომ სუვერენული ქვეყნის პარლამენტს აშშ-ის საელჩო რეკომენდაციებით კი არ მიმართავს, არამედ მითითება-ინსტრუქციებით - 'უნდა' (60-ჯერ არის ნახსენები).
არცერთი სახელმწიფოს არცერთ დიპლომატს/პოლიტიკოსს არ აქვს იმის უფლება, რომ სხვა სახელმწიფოს მიუთითოს თუ რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში; როგორი უნდა იყოს კანონები; რომელი მოსამართლე იყოს უვადოდ და რომელი არა და ა.შ.
იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ამგვარი გაუგონარი უხეში ჩარევით, აშშ-ის საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
მეტიც, ხსენებული დეპუტატების მხილებების შემდეგ, იკვეთება საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკის დიპლომატიური მისიის შეტევის ახალი ხაზი, რომელიც ჯერ საელჩოსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლობისტს, ფულისტ თომას ილვესს (ესტონეთის ექს-პრეზიდენტი) ათქმევინეს. ახლა კი, ჩვენს ქვეყანას ვითომ სანქცირებული საქონლით ვაჭრობის საბაბით, საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. თუნდაც პროტექტორატის რეჟიმში ყოფნისას, ორი სახელმწიფო დებს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ერთი მხარე თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს მეორე მხარეს საგარეო თავდასხმის შემთხვევაში. ამის საპასუხოდ, პროტექტორატში მყოფი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ იმოქმედოს პროტექტორის წინააღმდეგ და მესამე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში გაითვალისწინოს პროტექტორი სახელმწიფოს ინტერესები. სახელმწიფო, რომლის მიმართაც ხორციელდება პროტექტორატი, არ კარგავს თავის სახელმწიფოებრიობას. ჩვენ და შეერთებული შტატები ვართ და ვიქნებით თანასწორი სტრატეგიული პარტნიორები. თუ ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ, რისთვისაც დიდი მადლობა, ეს არ ნიშნავს, რომ გვიკარნახონ თუ როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. საქართველოს არავინ მიაჩნია მეტროპოლიად, ეს წარსულს დიდი ხნის წინ ჩაბარდა. მწარე სიმართლის თქმამ, დიდი ტურბულენცია გამოიწვია როგორც საელჩოში, ასევე მის გარეთ. ამიტომაც, ახლა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, რათა საქართველომ შესაბამისი პოტენციური რისკები აიცილოს თავიდან“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი