ნინო ფოჩხუა ზაზა შათირიშვილის წერილზე: ბიძინა ივანიშვილის, როგორც რიგითი მოქალაქის, ოღონდ უპირობო ავტორიტეტის მატარებლის დაშანტაჟებით, ის ბნელი ძალები ჩვენს ქვეყანაში მიზანს ვერ მიაღწევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
588 17 აგვისტო 2022, 13:50

გუშინ მოძრაობა „ხალხის ძალა“, დღეს ზაზა შათირიშვილის წერილი, უკვე თვალნათელი გახდა როგორ ღიად დაიწყეს მოქმედება ბნელმა ძალებმა არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ნგრევაში. იმას რასაც ახორციელებდნენ ჩვენს ქვეყანაში 2004-2012 წლებში, ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განადგურებაში, რასაც ახლაც ცდილობს, ეტყობა ის ხდება დღეს შვეიცარიაშიც - წერ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„გუშინ მოძრაობა „ხალხის ძალა“, დღეს ზაზა შათირიშვილის წერილი, უკვე თვალნათელი გახდა როგორ ღიად დაიწყეს მოქმედება ბნელმა ძალებმა არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ნგრევაში. იმას რასაც ახორციელებდნენ ჩვენს ქვეყანაში 2004-2012 წლებში, ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განადგურებაში, რასაც ახლაც ცდილობს, ეტყობა ის ხდება დღეს შვეიცარიაშიც. იმ ქვეყანაში, სადაც ოდიდგანვე მისი შეუბღალავი საბანკო სისტემის რეპუტაცია იდგა ასევე სტაბილურ, გამართულ სასამართლოზე. აბა რას უნდა დავაბრალოთ ის, რასაც დღეს შვეიცარული ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ბიძინა ივანიშვილს, კანონის გვერდის ავლით, ექცევა. როგორ წარმოგვიდგენია, ბანკის რიგითმა თანამშრომელმა დამოუკიდებლად გააქროს მილიარდამდე თანხა, თავის თავზე აიღოს დანაშაული, დროზე ადრე განთავისუფლდეს, ცოტა ხანში ჩამომხრჩვალი იპოვონ ტყეში და მისი სიკვდილი სასწრაფო წესით გამოაცხადონ თვითმკვლელობად. კითხვები ძალიან ბევრია! აღარ გავაგრძელებ, რაც ყველასთვის ცნობილია თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთს ვიტყვი, როგორც ჩანს დღეს მოქმედი ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აღდგენას და დაცვას, რისი უპირველესი პირობა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა, რომლის დაცვას და განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის, როგორც რიგითი მოქალაქის, ოღონდ უპირობო ავტორიტეტის მატარებლის დაშანტაჟებით, ის ბნელი ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერ მიაღწევენ მიზანს."- წერს ფოჩხუა Facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი