ხათუნა ხოფერია: კელი დეგნანმა საქართველოს ხელისუფლებას ომი გამოუცხადა! მის უკან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დგას და ბოლო შანსს იყენებს საქართველოს სახელმწიფოს ჩამონგრევისა და ნაცმკვლელების ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
542 17 აგვისტო 2022, 14:57

კარგად წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ენაზე, ეს განცხადება ომის გამოცხადების ტოლფასია! ჩვენ არ გვყავს ამათი გადასაყენებელი ხელისუფლება! - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს მშვიდობას, ხალხი კი იცავს მშვიდობის დამცველ ხელისუფლებას.

„ეს განცხადება უკვე წითელ ხაზებს მიღმაა და საფრთხის შემცველია, რამე თუ ვიღაც ბაღლინჯო ქალის უკან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დგას და ბოლო შანსს იყენებს საქართველოს სახელმწიფოს ჩამონგრევისა და ნაცმკვლელების ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად! კელი დეგნანმა საქართველოს ხელისუფლებას ომი გამოუცხადა! დრო მიდის...დრო ჩვენზე არ მუშაობს! ამიტომ, უნდა დავგეგმოთ და ხალხმა მივაცილოთ საზღვრამდე ეს ანომალიად ქცეული ფროიდის პაციენტი! კარგად წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ენაზე, ეს განცხადება ომის გამოცხადების ტოლფასია! ჩვენ არ გვყავს ამათი გადასაყენებელი ხელისუფლება! ეს კელის ჰგონია, რომ ხალხი ხელისუფლების გვერდით არ არის! დავანახოთ ჩვენი ძალა! დღეს საქართველოს ხელისუფლება იცავს მშვიდობას! ხალხი იცავს მშვიდობის დამცველ ხელისუფლებას! წადი სახლში, კელი! წადი სანამ გაგიშვით!“ - წერს ხათუნა ხოფერია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
არქივი